საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1258

ირაკლი კობახიძე მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტთან მსჯელობა გამართოს, გიორგი მარგველაშვილის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია 2017-06-18 13:59:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტთან მსჯელობა გამართოს.

ირაკლი კობახიძის მზადყოფნა საზოგადოებრივს პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს, 15:00 საათზე გააკეთებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერი გუშინ, მას შემდეგ შესთავაზა, რაც ირაკლი კობახიძე მსჯელობის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობის გამართვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების თანდასწრებით.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ამ ფორმატს დავუთმოთ ეთერი და გავწიოთ შესაბამისი საორგანიზაციო, მოსამზადებელი საქმიანობა.

მივიჩნევთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების პლატფორმა“,- აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასაგზავნ წერილზე მსჯელობენ
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასაგზავნ წერილზე მსჯელობენ
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასა
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძემ აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ
ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძემ აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ანწუხელიძეს იხსენებს. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე- საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს
ირაკლი კობახიძე- საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს
ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
წაკითხვა
ოპერის 166-ე სეზონი, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით
ოპერის 166-ე სეზონი, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" 17 სექტემბერს გაიხსნება
ოპერის 166-ე სეზონი, ტრადიციულად, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" 17
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - გულწრფელობა გამოჩნდებოდა მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენის შედეგებს გავაუქმებდით და მართლა დავიწყებდით საუბარს ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე
გიორგი მარგველაშვილი - გულწრფელობა გამოჩნდებოდა მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენის შედეგებს გავაუქმებდით და მართლა დავიწყებდით საუბარს ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ჩაერთოს ამ განხი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც ამას მოვუწოდებ
გიორგი მარგველაშვილი - პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც ამას მოვუწოდებ
პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არც ე
წაკითხვა