საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

10489

ილია მეორე - ხშირი შემთხვევაა, როცა მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში

გამოქვეყნებულია 2017-06-18 13:49:00


საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია.

ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ  უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ. პატრიარქის თქმით, ამის „არ უნდა შეგვეშინდეს“.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ",- აღნიშნა პატრიარქმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რომის პაპი ილია მეორეს - არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით
რომის პაპი ილია მეორეს - არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით
შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამო
წაკითხვა
ილია მეორემ ლომისას წმინდა გიორგის ხატი აკურთხა
ილია მეორემ ლომისას წმინდა გიორგის ხატი აკურთხა
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა გ
წაკითხვა
მეუფე ანანია - ზოგიერთ ფსევდოჯგუფს არ მოეწონებოდა, მაგრამ ფაქტია, მაიკ პენსმა თქვა, რომ არის ქრისტიანი
მეუფე ანანია - ზოგიერთ ფსევდოჯგუფს არ მოეწონებოდა, მაგრამ ფაქტია, მაიკ პენსმა თქვა, რომ არის ქრისტიანი
როდესაც თქვენთან მობრძანდა ამერიკის ვიცე-
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა
ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა
სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ილია თეზბიტელისა და ილია მარ
წაკითხვა
პატრიარქს ანგელოზის დღეს ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებიც მიულოცავენ
პატრიარქს ანგელოზის დღეს ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებიც მიულოცავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანგელოზის დღეს ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებიც
წაკითხვა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა
დღეს ილიაობა აღინიშნება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ ელია
წაკითხვა
ილია მეორემ მაიკ პენსს დონალდ ტრამპთან და პირველ ლედისთან საჩუქრები გაატანა
ილია მეორემ მაიკ პენსს დონალდ ტრამპთან და პირველ ლედისთან საჩუქრები გაატანა
ილია მეორემ მაიკ პენსს დონალდ ტრამპთან და პირველ ლედისთან საჩუქრები გაატანა. თავად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კი 
წაკითხვა
მცხეთაში 2 აგვისტოს პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას ჩაატარებს
მცხეთაში 2 აგვისტოს პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას ჩაატარებს
2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
წაკითხვა