საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

537

პოლ მაკარტნი 75 წლისაა - ფოტოამბავი

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-18 12:19:00

პოლ მაკარტნი 75 წლისაა.

ღარიბ ლივერპულელთა ოჯახში დაბადებული ბიჭის სიმბოლო, რომელმაც მდიდარი და გაპრანჭული ლონდონელების ქვეყანაში თავის დამკვიდრება შეძლო. 


ამბობენ, რომ ხშირად ჯონ ლენონის ჩრდილის ქვეშ იყო, თუმცა კრიტიკოსებს ეს შეხედულება დღეს უკვე მცდარი ჰგონიათ და მიაჩნიათ, რომ ამ ორმა პროვოკაციულმა და მეამბოხე მუსიკოსმა ბრიტანული და მთელი დასავლეთის კულტურული რევოლუცია სწორედ ერთად მოახდინა.



The Beatles-ის ისტორია



ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის შეხვედრით სამყაროში The Beatles-ის ეპოქა და მუსიკალურ სამყაროში რევოლუციური მოძრაობა დაიწყო. მათი ისტორია 1957 წლიდან იწყება.


მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჯგუფის გავლენა პოპკულტურაზე დღემდე იგრძნობა. ახალი მუსიკალური მეთოდებისა და საინტერესო ხერხების მაძიებელი ჯგუფი ერთად 10 წელი მღეროდა.ყველაზე თავისუფალი მუსიკის ავტორებმა თითქოს დროს გაუსწრეს ან პირიქით საერთოდ გააჩერეს ის. მთელი ეპოქა შექმნეს.


The Beatles 1960 წელს ოფიციალურად ლივერპულში ჩამოყალიბდა და ადამიანების მსოფლმხედველობა, გემოვნება იდეოლოგია და ცხოვრების სტილი სამუდამოდ შეცვალა. ორ მილიარდზე მეტი გაყიდული ალბომი და პოპულარობა, რომელიც დაშლილ ჯგუფს დღემდე არ ტოვებს ცხადყოფს რომ წლების წინ ოთხმა ახალგაზრდა მუსიკოსმა შექმნა ბევრად უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ მუსიკა. მათი მელოდიური სიმღერები კი თითქოს დროზე ადრეც კი მთავრდებოდა.


The Beatles-ის გასტროლების პერიოდში პოლ მაკარტნის საყვარელი გართობა გადარეული თაყვანისმცემლების წვალება იყო. იმ სასტუმროს ფანჯრების ქვეშ, სადაც ლეგენდარული ოთხეული ჩერდებოდა, მუდამ იკრიბებოდნენ თაყვანისმცემელი გოგონები.


პოლი კონცერტის შემდგომ, დემონსტრაციულად აღებდა ფანჯარას, უკიდებდა სიგარეტს და ქუჩაში აგდებდა. ტკბებოდა იმით, თუ როგორ ჩხუბობდნენ გოგონები პოლის ანთებული სიგარეტის გამო.

The Beatles-ის პოპულარობის პერიოდში, ყველაზე მეტ წერილს თაყვანისმცემლებისგან პოლ მაკარტნი იღებდა. ყველა წერილი იწყებოდა ტექსტით: „გამარჯობა პოლ, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ”.

წერილებს თან ახლდა ფოტოები.


არსებობს ლეგენდა თითქოს პოლ მაკარტნი ჯერ კიდევ 1966 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მას შემდეგ პოლის ფუნქციას მისი ორეული ასრულებდა, რომელიც სპეციალურად გამართულ კონკურსზე შეარჩიეს. 

ამ ჭორის ავტორებს ერთი რამ არ ჰქონდათ გათვალისწინებული, იყო თუ არა შესაძლებელი პოლ მაკარტნის ორეულით ჩანაცვლება, რადგან იმის გარდა, რომ ორეული პოლის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო, უნდა სცოდნოდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მარცხენა ხელით (პოლი ცაციაა) სიმღერის შესრულება იგივე ტემბრით და უნდა შეძლებოდა კომპოზიციების შექმნა. 


რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც პოლ მაკარტნიმ სოლო კარიერა დაიწყო, ჭორის შესახებ არც არავის აღარ გახსენებია. 

რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ნამდვილი პაულ მაკარტნი ცოცხალია და დღეს მისი დაბადების დღეა.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფოთის ბაზრობა ხანძრის შემდეგ - ფოტოამბავი
ფოთის ბაზრობა ხანძრის შემდეგ - ფოტოამბავი
ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ბაზრობის
წაკითხვა
რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - ფოტოამბავი
რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - ფოტოამბავი
რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. წვიმის გამო ქალაქს ელექტროენერგია ავარიულად შეუწყდ
წაკითხვა
კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი ევერესტზე გადაიხადა - ფოტოამბავი
კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი ევერესტზე გადაიხადა - ფოტოამბავი
​ამბობენ რომ სიყვარულს მთების გადაადგილება შეუძლია, თუმცა კალიფორნიელმა წყვილმა დაამტკიცა რომ სიყვარულს მთაზე ასვლაც შესძლებია. ეშლი შმეიდე
წაკითხვა
„სოლიდარობა მუშებს“ - ფოტოამბავი
„სოლიდარობა მუშებს“ - ფოტოამბავი
„სოლიდარობა მუშებს“ - ამ ლოზუნგით მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.<
წაკითხვა
ადამიანები თბილისიდან - როგორ იქმნებოდა პირველი ქართული სოციალური პლატფორმა
ადამიანები თბილისიდან - როგორ იქმნებოდა პირველი ქართული სოციალური პლატფორმა
"- როდის შეიძლება ფოტო გამოგართვა?&l
წაკითხვა
როგორია ბალეტი კულისებში - ფოტოგრაფის ემოციური კადრები
როგორია ბალეტი კულისებში - ფოტოგრაფის ემოციური კადრები
ფოტოგრაფი ჯასთინ სლიი დაინტერესდა, თუ როგორია ბალეტი "ბექსთეიჯში". მან ჩრდილოეთ ბალეტის კომპანიის მზადება გადაიღო. იგი კულისებში
წაკითხვა
ცნობილი ქალაქების უცნობი რაკურსები - ის, რაც აქამდე არ გინახავთ
ცნობილი ქალაქების უცნობი რაკურსები - ის, რაც აქამდე არ გინახავთ
​საყვარელ ქალაქებში მოგზაურობისას, ჩვენთვის სასურველ ადგილებს ყოველთვის ვაფიქსირებთ ან მათ უბ
წაკითხვა
ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
ჰიმალაიზე ახალგაზრდა და ახალბედა ბერები ცხოვრობენ. ისინი მეწამულ სამოსში არიან შემოსილები და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. სწავლობენ დ
წაკითხვა