საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„წარმოშობით ქართველი“ - მერაბ ნინიძე ოქროს პალმის რტოს მოლოდინში

შალვა ჯოხაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-20 09:51:00

„წარმოშობით ქართველი“ - ასე წარადგინეს მსახიობი მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებისას, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა. 

უნგრელი რეჟისორის კორნეი მუნდრუცოს ​ ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 18 ფილმი მოხვდა.

ფილმის ჩვენებას მაყურებლის მხრიდან ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.


კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გუშინ გაიარა.



ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე, მერაბ ნინიძე საზოგადოების წინაშე ქართული წარწერით დამშვენებული მაისურით გამოჩნდა.



ფილმში „იუპიტერის მთვარე“ მერაბ ნინიძესთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები დიორდ ჩერხალმი, მონიკა ბალზაი და ძომბორ ჯეგერი.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ემიგრანტის ისტორიას, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, ლტოლვილთა ბანაკში ხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მკაცრი მედიკოსი ლტოლვილის დახმარებას გადაწყვეტს.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიაზე წარადგინეს
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიაზე წარადგინეს
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგინეს.  ქართველი რეჟისორის ახალი კინ
წაკითხვა
„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რუბენ ოსტლუნდი გახდა - კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები
„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რუბენ ოსტლუნდი გახდა - კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები
2017 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ რუბენ
წაკითხვა
კანის კინოფესტივალზე საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
კანის კინოფესტივალზე საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
კანის კინოფესტივალზე, თეატრის შენობაში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმო
წაკითხვა
კანის კინოფესტივალი გაიხსნა
კანის კინოფესტივალი გაიხსნა
წაკითხვა
დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს
დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს
რეჟისორი დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შ
წაკითხვა
მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე წარდგენილ ფილმში - ექსკლუზიური ფოტოები გადასაღები მოედნიდან
მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე წარდგენილ ფილმში - ექსკლუზიური ფოტოები გადასაღები მოედნიდან
კანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პ
წაკითხვა
პედრო ალმოდოვარი კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს
პედრო ალმოდოვარი კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს
ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინფორმაციას
წაკითხვა
კანის კინოფესტივალი დასრულდა - ოქროს პალმის რტო კენ ლოუჩს ერგო
კანის კინოფესტივალი დასრულდა - ოქროს პალმის რტო კენ ლოუჩს ერგო
კანის რიგით 69-ე კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის მთავარი ჯილდო - ოქროს პალმის რტო კენ ლოუჩს ერგო ფილმისთვის „მე, დენიელ ბლეიქი“. 
წაკითხვა
160042

უახლესი