საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დონალდ ტრამპი - FBI-ის უფროსის სამსახურიდან დათხოვნამ ზეწოლა შეამსუბუქა

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-20 01:11:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს უთხრა, რომ FBI-ის ხელმძღვანელის ჯეიმს კომის სამსახურიდან გათავისუფლებამ მის მიმართ არსებული „დიდი ზეწოლა“ შეამსუბუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც New York Times-ი ავრცელებს, ტრამპმა კომის „ნამდვილი გიჟი“ უწოდა.

„FBI-ის დირექტორი მე გავათავისუფლე სამსახურიდან. ის ნამდვილი გიჟი იყო. რუსეთის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი“, - Times-ის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები რუსეთის ოფიციალურ პირებს უთხრა.

ჯეიმს კომი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო კავშირს იკვლევს.

თეთრმა სახლმა New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ უარყო, თუმცა პრესმდივანმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

„რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზებით ჯეიმს კომიმ ზეწოლა მოახდინა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობებზე. აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსეთთან შეთანხმებების მიღწევის მნიშვნელობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სირიას, უკრაინას, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გამოძიება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეალურად, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირად და ძალიან მაღალ დონეზე წარმართული დიალოგის დეტალებს, ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა შონ სპაისერმა. 

BBC-ის ცნობით, ჩანაწერი გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, როდესაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი მიიღო.

დონალდ ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, FBI-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 



წყარო: BBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შეერთებული შტატების ბიუჯეტი სოციალური პროგრამების ხარჯზე მცირდება
შეერთებული შტატების ბიუჯეტი სოციალური პროგრამების ხარჯზე მცირდება
შეერთებული შტატების ბიუჯეტი შემდგომი ფინანსური წლისთვის მცირდება. პრეზიდენტის გუნდის მიერ გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, ეს სოციალური პრ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა
დონალდ ტრამპი რომის პაპს შეხვდა
საზღვარგარეთის პირველი ვიზიტის ფარგლებში,
წაკითხვა
სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს
სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვა
წაკითხვა
ამერიკის მთავრობის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ
ამერიკის მთავრობის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამე
წაკითხვა
აშშ-ში თვითმფრინავის ძრავი აალდა
აშშ-ში თვითმფრინავის ძრავი აალდა
ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ქა
წაკითხვა
მედია ტრამპების წყვილის ხელებს ამჯერად იტალიაში დააკვირდა [ვიდეო]
მედია ტრამპების წყვილის ხელებს ამჯერად იტალიაში დააკვირდა [ვიდეო]
დასავლური მედია კვლავ აშშ-ის პირველი პირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია
გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულები
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აშშ-ის ბიუჯეტს ამცირებს
დონალდ ტრამპი აშშ-ის ბიუჯეტს ამცირებს
აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი შემდგომი ფინანსური წლისთვის უკვე ცნობილია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გ
წაკითხვა
728

უახლესი