საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

10185

როგორი იქნება დედამიწა მილიარდი წლის შემდეგ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 21:52:00

არავის არასდროს შუძლია დარწმუნებით იმის თქმა, რას მოგვიტანს მომავალი. თუმცა, ინტერნეტში ვრცელდება ახალი ვიდეო, რომელშიც სამეცნიერო პროგნოზებზე დაყრდნობითაა ნაჩვენები თუ როგორ შეიცვლება დედამიწა მომდევნო 1 მილიარდი წლის განმავლობაში. 

სინამდვილეში, ამ ცვლილებებს საკუთარი თვალით ჩვენგან ვერავინ იხილავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მოვა დრო, როდესაც ევერესტის მთა აღარ იქნება ჩვენი პლანეტის უმაღლესი წერტილი, მზე კი გაცილებით უფრო მცხუნვარე გახდება. 

Youtube-ის მომხმარებელ RealLifeLore-ის მიერ ატვირთულ 7-წუთიან ვიდეოს 2 დღეში 1,6 მილიონი მნახველი ჰყავდა. ინტერნეტ-მომხმარებლებს განსაკუთრებით მოეწონათ იდეა, რომლის მიხედვითაც, 2 მილიონი წლის შემდეგ, ადამიანები მოედებიან სხვადასხვა პლანეტებს, სადაც სრულიად განსხვავებულ სახეობებად ჩამოყალიბდებიან, თანაც ისე, რომ შესაძლოა ერთმანეთის არსებობის შესახებ აღარც კი იცოდნენ. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ თავად გავხდებით უცხოპლანეტელები. 

 

შესაძლოა ეს მოსაზრება ძალზედ გადამეტებულად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც ვფიქრობთ თუ როგორ შეიცვალა დედამიწა თუნდაც მას შემდეგ, რაც აფრიკაში ადამიანის უძველესი წინაპარი წარმოიშვა, ეს იდეა აღარც ისე სულელურად ჩანს. 

ჩვენი სახეობის არსებობის მანძილზე, უკვე ვიხილეთ ხმელეთის ხიდი ბერინგის სრუტეზე, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა აზია და ჩრდილოეთ ამერიკა, შემდეგ კი გაქრა; ვიხილეთ თუ როგორ დააბიჯეს ადამიანებმა მთვარის ზედაპირზე. 

მათთვის, ვისაც ვიდეოს ყურება არ შეუძლია ან არ სურს, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც მომდევნო 1 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე მოხდება. 


10 000 წ.  

• დაივიწყეთ Y2K კომპიუტერული ხარვეზი. თქვენი მოწყობილობები Y10K ხარვეზის პირისპირ აღმოჩნდება. ამჟამად, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პროგრამულ უზრუნველყოფაში შეტანილია წელიწადის ოთხციფრიანი აღნიშვნა. შესაბამისად, როდესაც ახ. წ. 10 000 წელი დადგება, ტექნოლოგიები ვეღარ მოახდენს თარიღების კოდირებას.  

• გლობალიზაციის ამჟამინდელი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანის გენეტიკის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა კანისა და თმის ფერი, თანაბრად გადანაწილდება მთელ მსოფლიოში. აღარ იარსებებს ამა თუ იმ რეგიონთან დაკავშირებული ადამიანთა სახესხვაობები. 

 

50 000 წ. 

• 20 000 წლის შემდეგ, ყველა თანამედროვე ენა გაუგებარი გახდება. 50 000 წლის შემდეგ კი შეცვლას პლანეტის იერსახეც დაიწყებს — ნიაგარის ჩანჩქერი მთლიანად დაიშლება და გიგანტურ ტბად იქცევა. 

• მიუხედავად გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტენდენციისა, დედამიწა ახალ მყინვარულ ეპოქაში შევა 

 

100 000 წ. 

• ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ხედი დედამიწიდან დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული იქნება. 

• შესაძლოა მარსი უკვე ტერაფორმირებული გვქონდეს. 

 

500 000 წ. 

• სავარაუდოდ, დედამიწა 1 კმ დიამეტრის ასტეროიდის დაცემის საფრთხის ქვეშ იქნება, თუკი მისი განეიტრალება რამენაირად ვერ შევძელით. 

 

1 მილიონი წ. 

• ამ პერიოდიდან, დედამიწაზე დაიწყება სუპერვულკანური ამოფრქვევები, რაც ატმოსფეროში 3 200 კუბურ მეტრამდე ფერფლს გააფრქვევს, დაახლოებით ტობას სუპერვულკანის მსგავსად, რომელმაც 75 000 წლის წინ კინაღამ მოსპო ადამიანის სახეობა. 

• ახლომდებარე წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელჰეიზე სუპერნოვად აფეთქდება, რაც დედამიწიდანაც ხილვადი იქნება დღის შუქზეც კი. 

 

2 მილიონი წ. 

• თუკი ადამიანებს უკვე კოლონიზებული ექნებათ რამდენიმე პლანეტა, სავარაუდოდ, ისინი სრულიად სხვადასხვა სახეობებად ჩამოყალიბდებიან, თავიანთ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციის შესაბამისად. შესაძლოა მათ აღარც კი იცოდნენ სხვა პლანეტაზე ადამიანთა სხვა სახეობის არსებობის შესახებ.  

• დიდი კანიონი დაიშლება და წარმოიქმნება კიდევ უფრო დიდი ხეობა. 

 

50 მილიონი წ. 

• აფრიკა ევრაზიას შეერწყმება და ჩაკეტავს ხმელთაშუა ზღვას; შედეგად, წარმოიქმნება ახალი ქედი, რომელზეც შესაძლოა ევერესტზე მაღალი მთა იყოს აღმართული. 

 

250 მილიონი წ. 

• დედამიწის ყველა კონტინენტი კვლავ შეერწყმება ერთმანეთს და წარმოიქმნება სუპერკონტინენტი, რომელსაც ასეთი ფორმა ექნება: 

 


500-600 მილიონი წ. 

• 6500 წლიან შუალედში, დედამიწა მიიღებს გამა-გამოსხივების მომაკვდინებელ ჭავლს, რაც მასობრივი გადაშენების მიზეზი გახდება. 

• მზის გაზრდილი ნათება დედამიწის ფილების ტექტონიკურ მოძრაობას შეაჩერებს; ატმოსფეროში დრამატულად შემცირდება Co2-ის დონე; შეწყდება C3-ის ფოტოსინთეზი და ამჟამინდელ მცენარეთა 99% გაქრება. 

 

1 მილიარდი წ. 

• დაიწყება ყველანაირი სიცოცხლის დასასრული.  

და ბოლოს, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დედამიწის ისტორიის მანძილზე, ჩვენს პლანეტას მრავალი სიურპრიზი უნახავს; რასაკვირველია, უამრავი სიურპრიზი მომავალშიც უდავოდ იქნება.  


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით  

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სხვა პლანეტები შესაძლოა არასოდეს გახდეს დედამიწასავით სტუმართმოყვარე
სხვა პლანეტები შესაძლოა არასოდეს გახდეს დედამიწასავით სტუმართმოყვარე
მეცნიერები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ე
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
3 ივლისს, დედამიწა მზიდან ყველაზე შორ წერ
წაკითხვა
მამაკაცი თვითმფრინავში თარაზოთი ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია
მამაკაცი თვითმფრინავში თარაზოთი ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია
კონსპირაციული თეორიის მიმდევარი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია, თვითმფრინავში თარაზოთი შეიარაღებული ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ევროპელი ასტრონომები მზის სისტემის მიღმა
წაკითხვა
NASA-მ დედამიწის გარშემო ადამიანის მიერ შექმნილი ბარიერი აღმოაჩინა
NASA-მ დედამიწის გარშემო ადამიანის მიერ შექმნილი ბარიერი აღმოაჩინა
NASA-ს კოსმოსურმა ზონდებმა დააფიქსირეს მა
წაკითხვა
დაუსახლებელი კუნძული შუაგულ წყნარ ოკეანეში - პლასტმასით ყველაზე დაბინძურებული ადგილი დედამიწაზე
დაუსახლებელი კუნძული შუაგულ წყნარ ოკეანეში - პლასტმასით ყველაზე დაბინძურებული ადგილი დედამიწაზე
წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში,
წაკითხვა