საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩეველთა აქტივობის გამო რამდენიმე საათით გახანგრძლივდა

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 21:47:00

ამომრჩეველთა აქტივობის გამო, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე საათით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დრო ორჯერ გახანგრძლივდა და, ბოლო მონაცემებით, უბნები 22:00 საათზე უნდა დაიხუროს.

როგორც საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხმის მიცემის დროის გახანგრძლივების მიზეზი ამომრჩეველთა დიდი აქტივობა იყო.

ამომრჩევლები აქტიურობდნენ ასევე თურქეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ამოიწურა და დამატებითი მარაგი თეირანიდან თვითმფრინავით ჩაიტანეს.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ეს რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნებია. ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო. 

ირანის მოქალაქეები არჩევანს ოთხ კანდიდატს შორის აკეთებენ. მათ შორისაა პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისი. 

რჩეულ კანდიდატს ხმა უკვე მისცა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ. 

ორი საარჩევნო უბანი ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში - ბათუმსა და თბილისში გაიხსნა.


წყარო: BBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატურებზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება
კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატურებზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება
​საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატურებზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყებ
წაკითხვა
ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ ვხედავ პროპორციული არჩევნების პერსპექტივას იმ ფორმით, რა ფორმითაც ოპოზიცია ითხოვს
ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ ვხედავ პროპორციული არჩევნების პერსპექტივას იმ ფორმით, რა ფორმითაც ოპოზიცია ითხოვს
პროპორციული სისტემა საფრთხეების მატარებელ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი -  ვიდრე ირანის რეჟიმი მშვიდობიანი მიზნებით მოქმედებას არ გადაწყვეტს, ყველა სახელმწიფომ მისი იზოლაცია უნდა მოახდინოს
დონალდ ტრამპი - ვიდრე ირანის რეჟიმი მშვიდობიანი მიზნებით მოქმედებას არ გადაწყვეტს, ყველა სახელმწიფომ მისი იზოლაცია უნდა მოახდინოს
ვიდრე ირანის რეჟიმი მშვიდობიანი მიზნებით
წაკითხვა
რექს ტილერსონი: ვიმედოვნებ, ჰასან როჰანი ირანის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელის დაფინანსებას შეწყვეტს
რექს ტილერსონი: ვიმედოვნებ, ჰასან როჰანი ირანის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელის დაფინანსებას შეწყვეტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. აღნიშნული განცხადება რექს ტილ
წაკითხვა
ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, როჰანიმ ხმების 56% მიი
წაკითხვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა
ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვად
წაკითხვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. ამ დროისათვის ხმების 70%-ია დათვლილი, რის
წაკითხვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან რუჰანი ლიდერობს
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან რუჰანი ლიდერობს
ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ირანში გამართულ
წაკითხვა
977

უახლესი