საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

932

„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

ლიზა ზუბაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 21:15:00

„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ, ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და, ჯერჯერობით, მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ახალი „მზიურის“ პროექტის ავტორი ანნა გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მზიურის“ კაფეში შესვლის უფლება მხოლოდ მას მისცეს. 

„შენობაში ჯერ მარტო მე შემიშვეს. ცრუ შეტყობინებაა ტყუილი პანიკის ასატეხად“, - წერს ანნა გოგუაძე.

„მზიურის“ ტერიტორიიდან იქ მყოფების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა.

ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს.

ფილმის ჩვენების დაანონსებისთანავე, სოციალურ ქსელში დაიგეგმა კონტრღონისძიება - მოქალაქეთა ჯგუფმა ფილმის ჩვენების გაპროტესტება გადაწყვიტა. ისინი ადგილზე არიან მისული, თუმცა, პოლიციამ მათ „მზიურში“ შესვლის საშუალება არ მისცა. პარკში ამ დრომდე არ უშვებენ ჟურნალისტებსაც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გორში ჭურვი იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ
გორში ჭურვი იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ
გორში ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. მდინარე
წაკითხვა
ანსამბლმა „მზიურმა“ გალაკონცერტი გამართა
ანსამბლმა „მზიურმა“ გალაკონცერტი გამართა
მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში განახლებული ანსამბლ
წაკითხვა
თბილისში, გონაშვილის ქუჩაზე საეჭვო ჩანთაა ნაპოვნი [ფოტოები]
თბილისში, გონაშვილის ქუჩაზე საეჭვო ჩანთაა ნაპოვნი [ფოტოები]
მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარედ, გონაშვილის ქ
წაკითხვა
„არ დაივიწყო 13 ივნისი“ - აქცია-პერფორმანსი ,მზიურის” ამფითეატრში
„არ დაივიწყო 13 ივნისი“ - აქცია-პერფორმანსი ,მზიურის” ამფითეატრში
„არ დაივიწყო 13 ივნისი“ ამ სახელწოდებით ბავშვთა ქალაქ ,მზიურის” ამფითეატრში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. 
წაკითხვა
კახი კალაძე - ტრაგედიის მეორე დღეს მოხალისეების ჩართულობამ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ნათელი
კახი კალაძე - ტრაგედიის მეორე დღეს მოხალისეების ჩართულობამ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ნათელი
ტრაგედიის მეორე დღეს თითოეულ ჩვენგანს „მზ
წაკითხვა
„არ დავივიწყოთ 13 ივნისი“ - აქცია-პერფორმანსი „მზიურში“
„არ დავივიწყოთ 13 ივნისი“ - აქცია-პერფორმანსი „მზიურში“
„მზიურში“ აქცია-პერფორმანსი 
წაკითხვა
საქართველოს მასშტაბით ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საქართველოს მასშტაბით ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. 
წაკითხვა
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს - ავტომანქანაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს - ავტომანქანაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.&l
წაკითხვა