საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„მზიურში“ ფილმის ჩვენებაზე შეკრებილები პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან

რატი ხვისტანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 20:48:00


„მზიურში“ ფილმის ჩვენებაზე შეკრებილები პოლიციამ პარკის ქვედა შესასვლელთან გადაიყვანა და ისინი მეთვალყურეობის ქვეშ  არიან - ამის შესახებ ადგილიდან საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება.

„მზიურის“ ტერიტორიიდან იქ მყოფების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა.

ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს.

ფილმის ჩვენების დაანონსებისთანავე, სოციალურ ქსელში დაიგეგმა კონტრღონისძიება - მოქალაქეთა ჯგუფმა ფილმის ჩვენების გაპროტესტება გადაწყვიტა. ისინი ადგილზე არიან მისული, თუმცა, პოლიციამ მათ „მზიურში“ შესვლის საშუალება არ მისცა. პარკში ამ დრომდე არ უშვებენ ჟურნალისტებსაც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მანჩესტერის „არნდალეს“ სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
მანჩესტერის „არნდალეს“ სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
მანჩესტერის „არნდალეს“ სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. იქ მყოფი ადამიანების ინფორმაციით, ტერიტორიაზე დიდი აფეთქების
წაკითხვა
ცრუ შეტყობინება „მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ - რას აცხადებენ შსს-ში
ცრუ შეტყობინება „მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ - რას აცხადებენ შსს-ში
„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ტერიტორიაზე სპეციალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ინფორმაციას შინაგან საქ
წაკითხვა
„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან ს
წაკითხვა
„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ
„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ
„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაო
წაკითხვა
ბერლინის ერთ-ერთი აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
ბერლინის ერთ-ერთი აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
ბერლინის „შონეფელდის“ აეროპორტის D ტერმინალში ცრემლმდენი გაზის გაჟონვის გამო მგზავრების ევაკუ
წაკითხვა
მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
მეტროსადგურ „წერეთლიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით,​ მეტ
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, ლუვრის მიმდებარედ საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს
გავრცელებული ინფორმაციით, ლუვრის მიმდებარედ საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს
კინოლოგიური სამსახურის ძაღლებმა ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება
წაკითხვა
ევაკუაცია ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე
ევაკუაცია ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე
პარიზში, ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტერიტორია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდ
წაკითხვა
795

უახლესი