საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

8840

იდუმალი ცივი ლაქა კოსმოსში - პარალელური სამყაროს შესაძლო მტკიცებულება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 19:54:00

კოსმოსში აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ცივი ლაქა შესაძლოა პარალელური სამყაროს არსებობის მტკიცებულება იყოს. 

მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ რაიმე ახსნა მოეძებნათ დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილ კოსმოსურ მიკროტალღურ ფონში არსებული ამ უცნაური, ბნელი არეალისათვის. მკვლევართა შორის გაჩნდა მრავალი ახსნა. ერთ-ერთი მთავარი მოსაზრების თანახმად, სინამდვილეში ეს შეიძლება პარალელური სამყარო იყოს. 

უფრო კონკრეტულად, ეს ზონა შეიძლება ორი განსხვავებული სამყაროს შედეგად იყოს წარმოქმნილი. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ლაქა მულტისამყაროს თეორიის პირველი მტკიცებულება გახდეს. ამ თეორიის მიხედვით, არსებობს მილიარდობით სხვა სამყაროც, რომელთა შორის ზოგიერთი შეიძლება ჩვენის მსგავსი იყოს და ჩვენი თვალთახედვის მიღმა იმალებოდეს. 

კოსმოსური მიკროტალღური ფონი მთლიან ცას ფარავს და შესაბამისად, მეცნიერებმა ამ რადიაციის გამოვლენა მთელი სამყაროს მასშტაბით შესძლეს. ის ძირითადად თანაბრადაა გადანაწილებული და ერთნაირი აქვს ტემპერატურაც, მაგრამ ეს ერთი, განსაკუთრებული ცივი ლაქა გამორჩეულია. 

დღემდე ყველაზე პოპულარული ახსნის მიხედვით, ის სუპერსიცარიელის შედეგია. თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ის ადგილი, სადაც ეს ცივი ლაქა შეიმჩნევა, სინამდვილეში ვრცელი სივრცეა, რომელიც ჩვეულებრივ სავსეა. 

ამ ლაქისადმი მიძღვნილი ახალი, დეტალური კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კოსმოლოგიისა და სამყაროს თანამედროვე  მოდელიდან გამომდინარე, შეუძლებელია ის ასეთი სიცარიელის შედეგი იყოს. ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ფიზიკის კანონთა შესაბამისად, რაღაც უცნაური ხდებოდეს, მაგრამ ასევე დასაშვებია ისიც, რომ ეს ლაქა ორი სამყაროს შეჯახების შედეგად იყოს გაჩენილი. 

„ჩვენ მიერ აღმოჩენილი სიცარიელეები ამ ცივ ლაქას კოსმოლოგიის სტანდარტით ვერ ხსნის“, — ამბობს დარემის უნივერსიტეტის მკვლევარი რუარი მაკენზი. 

„არსებობს შესაძლებლობა, რომ რაიმე არასტანდარტულმა მოდელმა მომავალში ეს ორი ერთმანეთთან დააკავშიროს, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი ყველა მცდელობა წარუმატებელია“. 

მკვლევართა განცხადებით, არსებობს იმის ძალიან მცირე შანსიც, რომ ეს ცივი ლაქა შემთხვევით გაჩენილიყო, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაური მოვლენის შედეგად. 

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე არ შეგვიძლია იმის გამორიცხვა, რომ ეს ლაქა სტანდარტული მოდელით ახსნადი ფლუქტუაციის გვერდის ავლით იყოს გაჩენილი. თუმცა, თუ ეს ასე არაა, საქმე უნდა გვქონდეს სხვა, ძალიან ეგზოტიკურ ახსნასთან“, — ამბობს მკვლევარი ტომ შანკსი. 

„ალბათ ყველაზე ამაღელვებელი ის იქნება, რომ ეს ცივი ლაქა წარმოქმნილი იყოს ჩვენი და სხვა სამყაროს შეჯახების შედეგად. თუკი შემდგომი, უფრო დეტალური ანალიზები ამას დაადასტურებს, ეს გახდება მულტისამყაროს პირველი მტკიცებულება — რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს მილიარდობით სხვა სამყაროც“. 

ამ ეტაპზე, მკვლევრები კოსმოსური მიკროტალღური ფონის კიდევ უფრო დეტალურ შესწავლას გეგმავენ, რათა გაარკვიონ, არის თუ არა მართებული პარალელური სამყაროების თეორია. 


ცივი ლაქის მდებარეობა დაკვირვებადი სამყაროს რუკაზე


მომზადებულია The Independent-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
"რომას" ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაუშვეს. ეს მოხდა რაკ
წაკითხვა
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
წაკითხვა
რა ბედი ელის სამყაროს „გუგოლი“ წლის შემდეგ - ყველაფერი შემზარავად შავბნელია [ვიდეო]
რა ბედი ელის სამყაროს „გუგოლი“ წლის შემდეგ - ყველაფერი შემზარავად შავბნელია [ვიდეო]
„საიდან მოვდივართ?“ ან „სად მივდივართ?“ —
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
საუკუნეთა მანძილზე, სამყაროს წარმოშობის საკითხი ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ეს საკითხი მუ
წაკითხვა
დედამიწა ღამით, ფოტოები NASA-სგან - როგორ გამოიყურება საქართველო
დედამიწა ღამით, ფოტოები NASA-სგან - როგორ გამოიყურება საქართველო
Nasa-მ
წაკითხვა
12 აპრილი კოსმონავტიკის დღეა - კოსმოსის კვლევის მოკლე ისტორია
12 აპრილი კოსმონავტიკის დღეა - კოსმოსის კვლევის მოკლე ისტორია
კოსმოსში გაფრენაზე ადამიანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ოცნებობდა. საცერემონიო და სამხედრო მიზნე
წაკითხვა
იაპონიამ ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის შემგროვებელი ხომალდი გაუშვა
იაპონიამ ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის შემგროვებელი ხომალდი გაუშვა
იაპონიამ ორბიტაზე გაუშვა ექსპერიმენტული ხ
წაკითხვა
ქალაქების შენობების სახურავებზე კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
ქალაქების შენობების სახურავებზე კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კოსმოსური მტვრის კვალი იპოვეს
წაკითხვა