საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 19:39:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც იორდანია მასპინძლობს. 

საქართველოს მთავრობის მეთაური იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სამუშაო ვიზიტით 20-21 მაისს ეწვევა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 მაისს, გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. 

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა პანელზე „Europe and MENA: From Neighborhood to Common Destiny“, რომელშიც ასევე მონაწილეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა იორდანიის მეფე აბდულა II-თან, ასევე - იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი მულკისთან. პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გაფორმდება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სახელმწფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ციპი ჰოტოველი - ისრაელს უყვარს საქართველო, ყველა ტურისტი ყვება, რა ლამაზია ის
ციპი ჰოტოველი - ისრაელს უყვარს საქართველო, ყველა ტურისტი ყვება, რა ლამაზია ის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში, ქართულ
წაკითხვა
თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში და ისრაელის პრემიერის დაანონსებული ვიზიტი საქართველოში - გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შედეგები
თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში და ისრაელის პრემიერის დაანონსებული ვიზიტი საქართველოში - გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შედეგები
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფერ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილს ისრაელის პრეზიდენტმა  უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილს ისრაელის პრეზიდენტმა უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის პრეზიდენტმა მის რეზიდენციაში უმასპინძლა. რუვენ რივლინმა ისრაელში საქართველოს პრემიერის ვიზიტის მნიშვნ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს ხვდება
გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, ჯვრის მონასტერში და დასავლეთ კედელთან იმყოფებოდა [ვიდეო]
გიორგი კვირიკაშვილი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, ჯვრის მონასტერში და დასავლეთ კედელთან იმყოფებოდა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში და ჯვრის მონასტერში,
წაკითხვა
ბენიამინ ნეთანიაჰუს და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის მთავარი გზავნილები - რეპორტაჟი ისრაელიდან
ბენიამინ ნეთანიაჰუს და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის მთავარი გზავნილები - რეპორტაჟი ისრაელიდან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 
წაკითხვა
356

უახლესი