საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საკრებულოს ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის წესით გადაცემის საკითხზე პასუხს ითხოვს

ნათია ქენქაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 18:07:00

საკრებულოს ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის წესით გადაცემის საკითხზე პასუხს ითხოვს. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა ამ თემაზე საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საკრებულო 2016 წლის აპრილის განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთთან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციულ სტატუსს ითხოვს. 

"ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ იქ არის რეკრეაციული ზონა. სთხოვდნენ როგორც თბილისის საკრებულოს, ასევე თბილისი მერს, მიმართეს განაშენიანების რეგულირების საბჭოს, რომ ამ ტერიტორიას მინიჭებოდა რეკრეაციული სტატუსი. განაშენიანების რეგულირების საბჭომ ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა და რეკომენდაცია მისცა ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მინიჭებოდა და საკრებულოში შემოსულიყო განსახილველად. ეს საკითხი საკრებულოში არ შემოსულა, რადგან ჩაერთო ფარცხალაძის ინტერესი და თბილისის მერი დავით ნარმანია არ იყო მოტივირებული, რათა 300 ადამიანის ინტერესი დაეკმაყოფილებინა, მისი მიზანი იყო მხოლოდ ერთი თაღლითი ფარცხალაძის ინტერესი ყოფილიყო დაკმაყოფილებული", -განაცხადა დათუკიშვილმა. 

მარიკა დათუკიშვილი დაინტერესდა, აპირებს თუ არა საკრებულო ფარცხალაძეს ამ ნაკვეთზე 20 სართულიანი ოთხი შენობის მშენებლობის უფლება მისცეს. მას უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა. 

სამუშიას განცხადებით, ეს პროცესი 2014 წელს დაიწყო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი ხმა "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მისცა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში შესაძლოა, საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს
თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში შესაძლოა, საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს
პარლამენტში 20 ივნისიდან დაჩქარებული წესით დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც
წაკითხვა
თბილისის საკრებულო მერიას საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოსაწესრიგებლად ვადას 19 ივნისამდე აძლევს
თბილისის საკრებულო მერიას საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოსაწესრიგებლად ვადას 19 ივნისამდე აძლევს
საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია „თბ
წაკითხვა
ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხი - გამოძიებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ
ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხი - გამოძიებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ
ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან დაკავშირებული მიწების საქმის გამოძიებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებიც ერთვებიან. 
წაკითხვა
ტენდერებიდან დაზოგილი მილიონ ნახევარი ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობას მოხმარდება
ტენდერებიდან დაზოგილი მილიონ ნახევარი ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობას მოხმარდება
ავარიული შენობების ტენდერებიდან დაზოგილი მილიონ ნახევარი ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებე
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობის გადარჩენას ითხოვს
ალეკო ელისაშვილი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობის გადარჩენას ითხოვს
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობის გ
წაკითხვა
მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მთავრობაში - ბრუნდება თუ არა გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში
მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მთავრობაში - ბრუნდება თუ არა გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში
მთავრობაში სხვა
წაკითხვა
კარლო ლაფერაძე - ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი ბუნდოვანება არ არსებობს
კარლო ლაფერაძე - ოთარ ფარცხალაძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი ბუნდოვანება არ არსებობს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "მოძრაობ
წაკითხვა
კანონი ხეების მოჭრის წესზე - რას მოიცავს დოკუმენტი და რა პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველებს
კანონი ხეების მოჭრის წესზე - რას მოიცავს დოკუმენტი და რა პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველებს
უთანხმოებაა პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული იმ კანონის გარშემო, რომელიც თბილისში ხეების მოჭრის წესებს არეგულირებს. 
წაკითხვა
253

უახლესი