საზოგადოებრივი
104.5 FM
4389

გია კორკოტაშვილი და სანდრო ბრეგაძე 27 მაისიდან დაუმორჩილებლობასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 12:16:00


„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი“ მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს და ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.  როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, თუ 27 მაისამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვის ნორმა  არ ჩაიდება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ და დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ, რაც მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობის პიკეტირებას გულისხმობს.  ამის შესახებ გია კორკოტაშვილმა და სანდრო ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული მიწის დაცვის ჯგუფი“ 600-მდე ადამიანს აერთიანებს და აქედან 100-მდე მოქალაქე შიმშლობის დასაწყებად უკვე მზად არის.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა, რომ ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვა აიკრძალოს.

სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არის გათვალისწინებული მუხლი, რომელიც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას აკრძალავს, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების უგულვებელყოფას.

ამავე დროს დიდია საშიშროება, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის დაკანონებამ გამოიწვიოს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა, რაც წარმოადგენს კატასტროფის ტოლფას საფრთხეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.

ქართული მიწის დაცვის ჯგუფი მოგამრთავთ ხელისუფალთ, რომ სასწრაფო წესით გაითვალისწინეთ ხალხის მოთხოვნა და კონსტიტუციაში ასახეთ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა. 

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყოვილივე განხორციელდეს 27 მაისამდე. 

წინააღმდეგ შემთხვევაში ასეულობით საქართველოს მოქალაქე გამოვაცხადებთ უვადო, მასობრივ შიმშილობას და მოვუწოდებთ მთელ საქართველოს დაუმორჩილებლობისაკენ. 

ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, არ მიიყვანს პროცესებს უკიდურეს გამწვავებამდე და აღასრულებს ქართველი ხალხის ნება-სურვილს“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უმრავლესობის მორიგი ულტიმატუმი გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი
უმრავლესობის მორიგი ულტიმატუმი გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი
უმრავლესობის მორიგი ულტიმატუმი გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი - 
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმტუმი - ახალგორში დასაქმებულთა ნაწილს სამსახურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმტუმი - ახალგორში დასაქმებულთა ნაწილს სამსახურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება
საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი და ულტიმატუმი: ახალგორში დასაქმებულთა ნაწილს სამსახურის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. საუბა
წაკითხვა
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი - ოპოზიციის ულტიმატუმი და მმართველი გუნდის პასუხი
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი - ოპოზიციის ულტიმატუმი და მმართველი გუნდის პასუხი
მაჟორიტარული სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმება - ეს არის მთავარი პირობა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს. სხვა შემთხვევაში
წაკითხვა
ყატარი არაბული ქვეყნების ულტიმატუმს არარეალურად მიიჩნევს
ყატარი არაბული ქვეყნების ულტიმატუმს არარეალურად მიიჩნევს
ყატარის მთავრობა სპარსეთის ყურის ქვეყნები
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდება
5-დღიანი ულტიმატუმის ვადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწებლის სამეურვეო საბჭოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა რამდენიმე დღის წინ გამართულ აქცი
წაკითხვა
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“  საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართა
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართა
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“  საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართა. 
წაკითხვა
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო დაეთმობა - შეხვედრა მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო დაეთმობა - შეხვედრა მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო დაეთმობა, თუმცა კონკრეტული დრო და გადაცემა ამ დროისთვის უცნობია. ამ შეთა
წაკითხვა
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი“ საეთერო დროის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას მართავს
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი“ საეთერო დროის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას მართავს
„ქართული მიწის დაცვის ჯგუფი“ საეთერო დროის მოთხოვნით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას მართავს. ჯგუფის წევრების განცხადებით, ერ
წაკითხვა