საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ოთარ წოწორია - ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 02:06:00

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია ბათუმში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

როგორც წოწორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩხრეკისას ამოღებული ორი სანადირო თოფი მას ეკუთვნის, ხოლო, მისივე თქმით, ერთი კისტის თოფი, პისტოლეტი და 100-მდე ვაზნა არასოდეს უნახავს.

წოწორიას ინფორმაციით, ბოლო რვა დღე სახლში არ იმყოფებოდა და ვარაუდობს, რომ პისტოლეტი და ვაზნები ვიღაცამ შეიტანა.

„ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. ალბათ, ანგარიშსწორებაა.

სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რეგისტრირებულია, დანარჩენი წარმოუდგენელია საიდან გაჩნდა ჩემთან. ჩვენი სახლი არ იკეტება, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში,  უბრალოდ, სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რვა დღე სახლი იყო უკონტროლოდ“,- განაცხადა წოწორიამ.

ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა დაახლოებით ხუთი საათი მიმდინარეობდა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას ბინაში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  ჩატარდა. 

როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატიც.

უწყების ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნა იგეგმება
მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნა იგეგმება
მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება. &
წაკითხვა
მწერლის სახლში ცნობილი აღმოსავლური ოთახის რესტავრაცია დასრულდა
მწერლის სახლში ცნობილი აღმოსავლური ოთახის რესტავრაცია დასრულდა
თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ყოფილ სარაჯიშვილისეულ სახლში, რომელშიც ახლა მწერლის სახლია განთავსებული, აღმოსავლური ოთახის რესტავრაცია დასრულდა
წაკითხვა
ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  უგო ჩავესის სახლი დაწვეს
ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უგო ჩავესის სახლი დაწვეს
ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სახლი დაწვეს. 
წაკითხვა
სახალხო დამცველი - ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს
სახალხო დამცველი - ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს
,,მიგვაჩნია, რომ თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კ
წაკითხვა
Reuters: აშშ და  საუდის არაბეთი თავდაცვის სფეროში 110 მილიარდი დოლარის კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ
Reuters: აშშ და საუდის არაბეთი თავდაცვის სფეროში 110 მილიარდი დოლარის კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და საუდის არა
წაკითხვა
პროკურატურამ მოსამართლე წოწორიას ძმის ბინაში იარაღის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ მოსამართლე წოწორიას ძმის ბინაში იარაღის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ სტრასბურგის ადამიანის უფლება
წაკითხვა
ეთნოგრაფიულ მუზეუმში განახლებული ოსური სახლი გაიხსნა
ეთნოგრაფიულ მუზეუმში განახლებული ოსური სახლი გაიხსნა
ეთნოგრაფიულ მუზეუმში განახლებული ოსური სახლი გაიხსნა. ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია და კომპლექსური მოწყობა სა
წაკითხვა
ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება - არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები
ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება - არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები
მედიის ყურადღების ცენტრშია  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქმედი წარმომადგენელიც. ნონა წოწორია ძმის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას
წაკითხვა
1208

უახლესი