საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1351

ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე ეტაპი დეპუტატებისა და ექსპერტების მონაწილეობას ითვალისწინებდა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-18 22:44:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის მეორე ეტაპი გაგრძელდება ისე, როგორც თავიდანვე  დაგეგმილი იყო.

როგორც კობახიძემ „მოამბის“ ჟურნალისტს განუცხადა, დაგეგმილი იყო, რომ განხილვების მეორე ეტაპი გაიმართებოდა ექსპერტებისა და დეპუტატების ჩართულობით.

კობახიძე მიიჩნევს, სწორი იქნება განხილვები იმ ფორმატში გაგრძელდეს, როგორც უკვე დაიგეგმა.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება, რა ფორმატით გაგრძელდება განხილვების მესამე ეტაპი.

„იყო, როგორც ვიცი, გარკვეული კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი საკონსტიტუციო განხილვის, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი პირადად მე, ასევე სამ შეხვედრაში მონაწილეობდა პრეზიდენტი, რაც იყო აბსოლუტურად გონივრული ფორმატი.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, მეორე ეტაპზე განსაზღვრულია ის, რომ იქნება უზრუნველყოფილი დეპუტატების წარმომადგენლობა და ექსპერტები.

გამომდინარე იქიდან, რომ მე არ ვმონაწილეობ როგორც კომისიის თავმჯდომარე  ამ ფორმატში, ალბათ სწორი იქნება იმ ფორმატში გაგრძელდეს განხილვები, როგორც უკვე დაიგეგმა.

ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ სხვა ტიპის შეხვედრები, მათ შორის, იგივე აკადემიურ დაწესებულებებში და სხვა ინტერესთა ჯგუფებთან და იქ შეგვიძლია სხვაგვარი ფორმატი განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე ისეთი სახით არის დაგეგმილი როგორც ის დაიწყო“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი ჩართულიყო საკონსტიტუციო განხილვების მეორე ეტაპში.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება პოლონეთში, საიდანაც ვიზიტს გერმანიაში გააგრძელებს. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხანძრიდან გამომდინარე საფრთხე დასახელებულ პუნქტებს არ დაემუქროს
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხანძრიდან გამომდინარე საფრთხე დასახელებულ პუნქტებს არ დაემუქროს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
წაკითხვა
ოპოზიციური პარტიები  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის გაგზავნილ წერილს და განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის გაგზავნილ წერილს და განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები იმ განცხადებასა და წერილს ავრცელებენ, რომელიც მათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდ
წაკითხვა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს დადებითად აფასებს
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს დადებითად აფასებს
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი.
წაკითხვა
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასაგზავნ წერილზე მსჯელობენ
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასაგზავნ წერილზე მსჯელობენ
ოპოზიციური პარტიის ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის გასა
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმა - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყო
საკონსტიტუციო რეფორმა - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყო
პოლიტიკური დიალოგი დაიწყო: სადავო საკონსტიტუციო პროექტის განსახილველად მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან ზის. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზ
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმა - მმართველი გუნდი ოპოზიციას ხვდება
საკონსტიტუციო რეფორმა - მმართველი გუნდი ოპოზიციას ხვდება
დაახლოებით ერთი საათია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმა - რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრაზე
საკონსტიტუციო რეფორმა - რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრაზე
ერთ საათში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყება. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძემ აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ
ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძემ აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ანწუხელიძეს იხსენებს. 
წაკითხვა