საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

NASA-მ დედამიწის გარშემო ადამიანის მიერ შექმნილი ბარიერი აღმოაჩინა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-18 21:23:00

NASA-ს კოსმოსურმა ზონდებმა დააფიქსირეს მასიური, ადამიანის მიერ შექმნილი „ბარიერი“, რომელიც გარს აკრავს დედამიწას. როგორც ცდების შედეგად დადგინდა, მას გარკვეული ეფექტი აქვს კოსმოსურ ამინდზე, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მიღმა. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევცვალეთ დედამიწა ასე სასტიკად, არამედ მეცნიერები საუბრობენ სრულიად ახალი გეოლოგიური ეპოქის შესახებ — ჩვენმა ქმედებებმა კოსმოსიც კი შეცვალა. კარგი ამბავი ისაა, რომ თავად პლანეტაზე ჩვენი გავლენისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ კოსმოსში წარმოქმნილი ეს ჰომოგენური ბუშტი სინამდვილეში ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. 

2012 წელს, NASA-მ გაუშვა ორი კოსმოსური ზონდი, რომლებიც ერთმანეთთან ტანდემში დედამიწის ვან-ალენის რადიაციულ სარტყელში 3200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.  

ჩვენს პლანეტას გარს აკრავს ორი ასეთი რადიაციული სარტყელი ( და მესამე დროებითი). შიდა სარტყელი დედამიწის ზედაპირიდან 9 600 კმ სიმაღლეზე, 640 კილომეტრზეა გადაჭიმული, ზედა სარტყელი კი პლანეტის ზედაპირიდან 13 500-58 000 კმ სიმაღლეზეა.  

ახლახან, როცა იქ მოძრავი ზონდები აკვირდებოდნენ თუ როგორ იჭერდა დედამიწის მაგნიტური ველი დამუხტულ ნაწილაკებს, დააფიქსირეს რაღაც უცნაური — მზიდან წამოსული ამ სახიფათო ნაწილაკების განმუხტვა ხდებოდა გარკვეულ, დაბალი სიხშირის ბარიერში. 

კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ამ ბარიერმა ვან-ალენის სარტყელი დედამიწას კიდევ უფრო დააშორა და ამჟამად, რადიაციის ნაკადების ქვედა საზღვრები ჩვენგან იმაზე უფრო შორსაა, ვიდრე 1960-იან წლებში იყო. 

საინტერესოა, რა მოხდა, რა შეიცვალა? 

კომუნიკაციის გარკვეული ტიპი, რომელსაც ძალიან დაბალი სიხშირის (VLF) რადიოკომუნიკაციას უწოდებენ, ახლა ბევრად გავრცელებულია, ვიდრე 60-იან წლებში. NASA-ს ჯგუფი ადასტურებს, რომ ეს სიხშირე გავლენას ახდენს თუ როგორ და სად გადაადგილდნენ გარკვეული ნაწილაკები კოსმოსში. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, VLF-ის წყალობით, ახლა ჩვენ გვაქვს ანთროპოგენული (ადამიანის შექმნილი) კოსმოსური ამინდი. 

„მრავალი ექსპერიმენტისა და დაკვირვების შედეგად გავარკვიეთ, რომ შესაბამის პირობებში, რადიო-კუმუნიკაციების სიგნალები VLF-ის სიხშირულ დიაპაზონში გავლენას ახდენს დედამიწის გარშემო არსებულ მაღალენერგიული რადიაციის თვისებებზე“, — ამბობს ფილ ერიქსონი, ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტატიდან.  

უმეტესი ჩვენგანი VLF სიგნალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებს, თუმცა იგი მრავალი საინჟინრო, სამეცნიერო და სამხედრო დარგის ბურჯია.  

3-30 კილოჰერცი სიხშირე იმდენად სუსტია, რომ აუდიო ტრანსმიციაც არ შეუძლია, თუმცა ბრწყინვალედ გადააქვს კოდირებული შეტყობინებები დიდ მანძილზე ან წყალქვეშა სიღრმეებში. 

VLF სიგნალებს ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ღრმა წყალქვეშა ნავებთან საკონტაქტოდ, მაგრამ იმის გამო, რომ მის ვრცელ ტალღის სიგრძეს შეუძლია ადვილად გარდატეხოს დიდი წინაღობები, მთის მასივებიც კი, ხშირად მას რთულ რელიეფიან მხარეებშიც იყენებენ. 

არასოდეს არავის უფიქრია, რომ VLF სიგნალები დედამიწის მიღმაც გავრცელდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ისინი ჩვენი პლანეტის ირგვლივ სივრცეშიც იპარება და საკმარისად მძლავრიც არის იმისათვის, რათა გიგანტური დამცავი ბუშტი წარმოქმნას. 

როდესაც ვან-ალენის ზონდებმა VLF-ის ბუშტის მდებარეობა დედამიწის რადიაციული სარტყლებისას შეადარეს, აღმოაჩინეს ის, რაც თავდაპირველად საინტერესო დამთხვევად ჩანდა — „VLF-ის ბუშტის გარე განფენილობა თითქმის ზუსტად შეესაბამებოდა ვან-ალენის რადიაციული სარტყლების შიდა კიდეს“, — ამბობს NASA. 

მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ VLF სიგნალებს მართლაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე ამ რადიაციულ სარტყლებში, მიხვდნენ, რომ ადამიანის მიერ უნებლიეთ წარმოქმნილი ბარიერი ამ ნაწილაკებს თანდათანობით უკან აბრუნებდა. 

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დენ ბეიკერი ამ ზღუდეს „შეუღწეველ ბარიერს“ უწოდებს. 

მიუხედავად იმისა, რომ VLF-ის ბუშტი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გავლენაა რაც კი ადამიანებს პლანეტის მიდამოებში კოსმოსზე მოუხდენიათ, ნამდვილად არ არის ერთადერთი — კოსმოსში ჩვენი არსებობის ნიშანს მე-19 საუკუნიდან ვტოვებთ, განსაკუთრებით ძლიერი კვალი კი გასული 50 წლის მანძილზე დავტოვეთ, რამდენიმე ბირთვული აფეთქების შედეგად. 

„ამ აფეთქებებმა დედამიწის სიახლოვეს წარმოქმნა ხელოვნური რადიაციული სარტყლები, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე ხელოვნური თანამგზავრი“, — განმარტავს NASA. 

„კოსმოსურ გარემოზე სხვა ანთროპოგენულ ზემოქმედებებს შორისაა ქიმიური ექსპერიმენტები, მაღალსიხშირიანი ტალღები, რომლებიც იონსფეროს აცხელებს და VLF ტალღების ურთიერთქმედება რადიაციულ სარტყლებთან“. 

1990-იან წლებში, ასტრონომ კარლ სეიგანს სურდა ეხილა, ჩანდა თუ არა კოსმოსიდან დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უტყუარი კვალი. ცხადია, ასეთი კვალი მრავალია, თუკი იცი საიდან და როგორ ეძებო. 

კვლევა Science Space Reviews-ში გამოქვეყნდა.




მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარ
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mi
წაკითხვა
შავი ზღვის დიდი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფერი გახდა - NASA ფოტოებს აქვეყნებს
შავი ზღვის დიდი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფერი გახდა - NASA ფოტოებს აქვეყნებს
შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი კაშკაშა ფირუზი
წაკითხვა
NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს - პირველად ისტორიაში
NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს - პირველად ისტორიაში
თითქმის 50 წლის შემდეგ, რაც ინგლისელმა ას
წაკითხვა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოადგინა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოადგინა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოა
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ევროპელი ასტრონომები მზის სისტემის მიღმა
წაკითხვა
16974

უახლესი