საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროფესტივალს გამოეთიშა

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-10 01:13:00


თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ საუკეთესო ნომერს შორის ვერ მოხვდა. 

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა. 

პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია:

მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.  

ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სალვადორ სობრალი - ​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ
სალვადორ სობრალი - ​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ
„​გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ არა მთავარი, დღეს გაიმარჯვებ, ხვალ არავის ახსოვხარ“, - საკუთ
წაკითხვა
რა რეაქცია მოჰყვა პორტუგალიის გამარჯვებას - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
რა რეაქცია მოჰყვა პორტუგალიის გამარჯვებას - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა სიმღ
წაკითხვა
ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს
ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს
რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებულმა,
წაკითხვა
ინციდენტი ევროვიზიის კონცერტზე - სცენაზე ასული მამაკაცი დაცვამ გაიყვანა
ინციდენტი ევროვიზიის კონცერტზე - სცენაზე ასული მამაკაცი დაცვამ გაიყვანა
ევროვიზიის საფინალო კონცერტის მსვლელობის
წაკითხვა
მარიამ მამადაშვილი ევროვიზიის წამყვანის ამპლუაში - გეპატიჟებით საქართველოში საბავშვო ევროვიზიაზე
მარიამ მამადაშვილი ევროვიზიის წამყვანის ამპლუაში - გეპატიჟებით საქართველოში საბავშვო ევროვიზიაზე
„ევროვიზიის“ ფინალურ კონცერტზე წამყვანმა
წაკითხვა
ავდეევკაში მომხდარი თავდასხმის გამო, უკრაინის პრეზიდენტი „ევროვიზიის“ ფინალზე არ მივიდა
ავდეევკაში მომხდარი თავდასხმის გამო, უკრაინის პრეზიდენტი „ევროვიზიის“ ფინალზე არ მივიდა
ავდეევკაში მომხდარი თავდასხმის გამო, უკრა
წაკითხვა
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეულები უკვე ცნობილია
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეულები უკვე ცნობილია
„ევროვიზია 2017“-ის პრესის რჩეული იტალიელ
წაკითხვა
კიევში საბავშვო ევროვიზიის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა
კიევში საბავშვო ევროვიზიის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა
კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში საბავშვო ევროვიზიის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა. 
წაკითხვა
38080

უახლესი