საზოგადოებრივი
104.5 FM
1262

გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია 2017-04-21 22:04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი პარტიის დაფუძნების 5 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოებრივი უცვლელად გთავაზობთ.

„დღევანდელ დღეს, 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. 

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამ გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა ხალხთან ერთად დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა. სწორედ 5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და, თვეების განმავლობაში რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით - პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა არსებული რეჟიმი.

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გახდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები. ჩვენ პარტიას დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს“, - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამაზ მეჭიაური სასამართლოს მიმართავს - რა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატი
თამაზ მეჭიაური სასამართლოს მიმართავს - რა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატი
საარჩევნო ორთაბრძოლა სამართლებრივი დავით გრძელდება თიანეთში. თვითმმართველი თემის მერობის ოპოზიციური კანდიდატი სასამართლოს მიმართავს. 
წაკითხვა
რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017
რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017
ახალარჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ხუთიდან ოთხ თვითმმართველ ქა
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ორგანიზაციის წევრებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ორგანიზაციის წევრებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
ქართული ოცნების ახალგაზრდ
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მმართველ გუნდთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მმართველ გუნდთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს
დემოკრატიული მოძრაობის ლი
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ
წაკითხვა
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. 
წაკითხვა
მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველს აქ
წაკითხვა
თბილისის 723 უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხმათა 53.03 %-ს აგროვებს, ენმ კი 17.65 %-ს
თბილისის 723 უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხმათა 53.03 %-ს აგროვებს, ენმ კი 17.65 %-ს
თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. თბილისში არსებული 737 საარჩევნო უბნიდან ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქ
წაკითხვა