საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ჰაბლი 27-ე დაბადების დღეს თვალწარმტაცი ფოტოთი აღნიშნავს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 21:52:00

ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი სპირალური გალაქტიკის NGC 4302-ისა და NGC 4298-ის წყვილის ეს თვალწარმტაცი ფოტო NASA/ESA-ს კუთვნილმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ჰაბლის შესალებლობების კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად, ეს მომხიბვლელი ხედი ტელესკოპის 27-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოაქვეყნეს. 

1990 წლის 24 აპრილს გაშვებულმა ჰაბლმა ასტრონომიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ამ სახის პირველი ორბიტული ტელესკოპი უკვე 27 წელია კოსმოსის სასწაულებს იკვლევს. მისი წყალობით, ასტრონომებმა და საზოგადოებამ მრავალი ისეთი რამ იხილეს, რაც მანამდე არავის უნახავს კაცობრიობის ისტორიაში. გარდა კოსმოსის მომაჯადოებელი სილამაზის გამომჟღავნებისა, ჰაბლმა ისიც დაამტკიცა, რომ მეცნიერთათვის იგი ნამდვილი განძის სკივრია. 

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და NASA ჰაბლის დაბადების დღეს ყოველ წელს რომელიმე თვალწარმტაცი ფოტოთი აღნიშნავენ. წლევანდელი საიუბილეო ფოტო ასახავს ერთმანეთის პირისპირ მდგარ ორ გალაქტიკას — GC 4302-სა და NGC 4298-ს, რომლებიც დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. წყვილი 1784 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა; მიეკუთვნება ქალწულის გროვას — დაახლოებით 2000 ცალკეული გალაქტიკისაგან შემდგარ გრავიტაციულად შეკრულ კოლექციას. 

NGC 4302 (მარცხნივ) ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომზე ოდნავ პატარაა, NGC 4298 კი თავის კომპანიონზე ორჯერ პატარა. 

 

უახლოეს წერტილში, ეს გალაქტიკები ერთმანეთისგან 7000 სინათლის წლით არიან დაშორებული. ასეთი ახლო განლაგებიდან გამომდინარე, ასტრონომები გაოცებულნი არიან თუ რატომ შეიმჩნევა მათ შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების ნაკლებობა. მათ შორის გადაჭიმულია მხოლოდ ნეიტრალური წყალბადის გაზის მკრთალი ხიდი, რომელიც ფოტოზეც კი არ ჩანს. გალაქტიკების სტრუქტურებში საერთოდ არ შეიმჩნევა გრძელი გრავიტაციული კუდებისა და დეფორმაციების არსებობა, რაც ძალიან დამახასიათებელია ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარე გალაქტიკებისათვის. 

ასტრონომებმა დააფიქსირეს ამ ორი გალაქტიკიდან გამომდინარე ძალიან მკრთალი გაზის ნაკადები, რომლებიც დაახლოებით ერთი მიმართულებით მიემართება — ქალწულის გროვის მიღმა. მათი ვარაუდით, გალაქტიკათა ეს წყვილი ქალწულის გროვაში ახლად მისულია და ამჟამად სწრაფად მიემართება გროვის ცენტრისაკენ. იქ კი იმალება გალაქტიკა მესიე 87 — ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკა ჩვენთვის ცნობილთა შორის. მოგზაურობის დროს, ეს ორი გალაქტიკა გროვათშორის სივრცეში შეხვდა ცხელ გაზს, რომელიც ძლიერი ქარის სახით მოქმედებს — გალაქტიკებს გაზისა და მტვრის ფენებს აცლის და წარმოქმნის ნაკადთა კუდებს.  

მიუხედავად იმისა, რომ ჰაბლი უკვე საკმაოდ ხნიერი, 27 წლისაა, იგი დღემდე განაგრძობს კოსმოსის სანახაობრივი ფოტოების გადაღებას. უფრო და უფრო ახლოვდება მისი კომპანიონის, NASA/ESA/CSA-ს კუთვნილი ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვების თარიღი, მაგრამ ჰაბლი მაინც არ ნებდება. სანაცვლოდ, ტელესკოპი კვლავ მაღალ წარმადობას ინარჩუნებს და აჩვენებს, რომ სამომავლოდ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა დასაკვირვებელი. სხვათა შორის, გეგმავენ ჰაბლი და ჯეიმს ვები ერთდროულად ამოქმედონ და სამყაროს კვლევისათვის მათი კომბინირებული შესაძლებლობები გამოიყენონ. 


მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰაბლის ახალი ნანადირევი - კაშკაშა ხვლიკი-ვარსკვლავი
ჰაბლის ახალი ნანადირევი - კაშკაშა ხვლიკი-ვარსკვლავი
კოსმოსის წიაღში, ერთი ობიექტი ხშირად ჩრდი
წაკითხვა
ჰაბლმა ურანზე ციალი გადაიღო
ჰაბლმა ურანზე ციალი გადაიღო
თქვენ წინაშეა ვოიაჯერ 2-ის მიერ ურანისთვი
წაკითხვა
ჰაბლმა იუპიტერის ახლო პორტრეტი გადაიღო
ჰაბლმა იუპიტერის ახლო პორტრეტი გადაიღო
აპრილში, იუპიტერი დედამიწის პირისპირ დგას
წაკითხვა
ჰაბლმა მომხიბვლელ გალაქტიკათა წყვილი გადაიღო
ჰაბლმა მომხიბვლელ გალაქტიკათა წყვილი გადაიღო
ზოგიერთი ასტრონომიულ ობიექტს მისთვის შესაფერის, მარტივ ზედმეტსახელს მითოლოგიის შთაგონებით ან
წაკითხვა
ჰაბლმა ჩვენი გალაქტიკის უდიდეს ვარსკვლავთა მომაჯადოებელი ფოტო გადაიღო
ჰაბლმა ჩვენი გალაქტიკის უდიდეს ვარსკვლავთა მომაჯადოებელი ფოტო გადაიღო
პირველად ისტორიაში, ჰაბლის კოსმოსურმა ტელ
წაკითხვა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მეცნიერებმა დააფიქსირეს გაქცეული სუპერმას
წაკითხვა
ჰაბლმა ჰიპერგიგანტი ვარსკვლავის სახლი გადაიღო
ჰაბლმა ჰიპერგიგანტი ვარსკვლავის სახლი გადაიღო
ჰაბლის ამ ულამაზეს ფოტოზე ასახულია ახალგა
წაკითხვა
ჰაბლმა უცნაური, ჰიბრიდული გალაქტიკა გადაიღო
ჰაბლმა უცნაური, ჰიბრიდული გალაქტიკა გადაიღო
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გამორჩეული გ
წაკითხვა
2505

უახლესი