საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა - რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ

გამოქვეყნებულია 2017-04-21 20:41:00

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად ოთხ კანონში შეტანილი ცვლილები მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს ენიჭება 100 ქულა. მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი სამართალდარღვევების გათვალისწინებით, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება. 

ყოველი მომდევნო წლის 1-ელ იანვარს მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა და წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.


როგორ დაგაკლდებათ ქულები

მართვის მოწმობაზე ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.


რა დარღვევაზე რამდენი ქულა დაგაკლდებათ

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მართვის მოწმობას შესაბამისი რაოდენობის ქულა დააკლდება. 

მაგალითად, თუ ავტომობილის მართვის დროს მძღოლი მობილური ტელეფონით ისარგებლებს, 15 ქულა დააკლდება, ხოლო ღვედის გამოუყენებლობა შესაბამისი რაოდენობის ჯარიმის გარდა, 5 ქულის დაკლებას გამოიწვევს. 

თუ მძღოლი შეაფერხებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის ავტომობილის მოძრაობას, რომელზეც სპეციალური სიგნალია ჩართული, 20 ქულა დააკლდება, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა – 40 ქულა;

დეტალური ინფორმაცია, რომელ დარღვევაზე რა რაოდენობის ქულა დაგაკლდებათ, შეგიძლიათ აღნიშნულ სლაიდ-შოუში იხილოთ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, შესაძლოა, წელს ამოქმედდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, შესაძლოა, წელს ამოქმედდეს - რას გულისხმობს კანონპროექტი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი ცნობილ კანონპროექტს უბრუნდება. მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, შესაძლოა, წელს ამოქმედდეს. 
წაკითხვა
რა შემთხვევაში დაკარგავთ მართვის მოწმობას - დეტალური ინფორმაცია
რა შემთხვევაში დაკარგავთ მართვის მოწმობას - დეტალური ინფორმაცია
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ შესატანი
წაკითხვა
დამრღვევი მძღოლები ჯარიმებს თავს ვეღარ აარიდებენ - ახალი რეგულაციები
დამრღვევი მძღოლები ჯარიმებს თავს ვეღარ აარიდებენ - ახალი რეგულაციები
სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა -
წაკითხვა
შსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
შსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. &
წაკითხვა
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ცვლილებები - საკომიტეტო განხილვები აქციისა და ინციდენტის ფონზე
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ცვლილებები - საკომიტეტო განხილვები აქციისა და ინციდენტის ფონზე
რა პრინციპით იმოქმედებს მძღოლებისთვის გათვალისწინებული 100-ქულიანი სისტემა - კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრ
წაკითხვა
მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებული ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, გადაიდება
მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებული ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, გადაიდება
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დადგენილ ვადაში ვერ მიიღებს. 
წაკითხვა
რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მოქალაქეებს ავტომობილის მართვის უფლება
რა შემთხვევაში შეუჩერდებათ მოქალაქეებს ავტომობილის მართვის უფლება
ცნობილია ხდება სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ჩამოაკლდებათ.  "საგზაო მოძრაობის შ
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ ბიუროს სხდომაზე
რა საკითხებს განიხილავენ ბიუროს სხდომაზე
საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიების ფორმატში განაგრძობს მუშაობას. დღეს ბიუროს სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომლებზ
წაკითხვა
2603

უახლესი