საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

გამოქვეყნებულია 2017-04-21 20:54:00

 გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი საქართველო - უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.

 აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყანის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.

 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები.

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო არის ქვეყანა, სადაც სჯერათ ევროპული ღირებულებების
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო არის ქვეყანა, სადაც სჯერათ ევროპული ღირებულებების
საქართველო არის ქვეყანა, სადაც სჯერათ ევროპული ღირებულებების და მიისწრაფვის ევროპული დემოკრატიის, ევროპული სახელმწიფოებრიობისა და ევროპული
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ჯანი ბუკიკიოს შეხვდება
გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ჯანი ბუკიკიოს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ეკა მიშველაძე - უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს
ეკა მიშველაძე - უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს
პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს, -ამის შესახებ პრეზიდენტის პრ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - შესაბამისი აქტი, რომლითაც საარჩევნო პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა
გიორგი მარგველაშვილი - შესაბამისი აქტი, რომლითაც საარჩევნო პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა
შესაბამისი აქტი, რომლითაც საარჩევნო პროცე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს
ირაკლი კობახიძე - აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს
იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ესენი არიან მარგვ
წაკითხვა
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას გადაასწრო
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას გადაასწრო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასიამოვნო ნამდვილად ა
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, თანხმობა უნდა იყოს ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია
გიორგი მარგველაშვილი - თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, თანხმობა უნდა იყოს ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია
თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, თანხმობა უნდა იყოს ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგ
წაკითხვა
პეტრო პოროშენკო - არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში
პეტრო პოროშენკო - არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში
პეტრო პოროშენკო ვერ ხვდება, რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პირველმა პირმა ბრიუსელში გააკეთა. 
წაკითხვა
865

უახლესი