საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1309

გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდება

გამოქვეყნებულია 2017-04-21 18:36:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.

ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან.

გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა დაირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის.

საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აშშ-ის წარმომადგენელი - არ მივცემთ ირანს საშუალებას, რომ მთელი მსოფლიო მძევლად ჰყავდეს აყვანილი
აშშ-ის წარმომადგენელი - არ მივცემთ ირანს საშუალებას, რომ მთელი მსოფლიო მძევლად ჰყავდეს აყვანილი
არ მივცემთ ირანს საშუალებას, რომ მთელი მს
წაკითხვა
ირანის პრეზიდენტი - ირანმა შესაძლოა, უახლოეს საათებში ბირთვულ შეთანხმებაზე უარი თქვას
ირანის პრეზიდენტი - ირანმა შესაძლოა, უახლოეს საათებში ბირთვულ შეთანხმებაზე უარი თქვას
ირანმა შესაძლოა, უახლოეს საათებში ბირთვულ შეთანხმებაზე უარი თქვას,იმ შემთხვევაში თუ შეერთებულ
წაკითხვა
გერმანული გამოცემა - ირანი რუსეთს მძიმე შეიარაღების კომპონენტებს აწვდის და ამგვარად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს
გერმანული გამოცემა - ირანი რუსეთს მძიმე შეიარაღების კომპონენტებს აწვდის და ამგვარად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს
ირანი რუსეთს მძიმე შეიარაღების კომპონენტებს აწვდის და ამგვარად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზო
წაკითხვა
ირანი აშშ-ის სანქციებს სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდით პასუხობს
ირანი აშშ-ის სანქციებს სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდით პასუხობს
ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კანონ
წაკითხვა
ირანმა სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ირანმა სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ირანის პარლამენტმა სარაკეტო პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა  საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი
ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა  საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან ერთად, სამედიცინოგამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკ
წაკითხვა
ირანის პრზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტებად სამი ქალი დანიშნა
ირანის პრზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტებად სამი ქალი დანიშნა
ირანის პრეზიდენტის 12 ვიცე-პრეზიდენტს შორის სამი ქალი იქნება. გადაწყვეტილება, მიუხედავად მძაფ
წაკითხვა