საზოგადოებრივი
104.5 FM
8843

იწვევს თუ არა ყავა ორგანიზმის გაუწყლოებას?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 18:37:00

დიდი ხნის განმავლობაში, ხალხს სჯეროდა, რომ კოფეინი შარდმდენია. ამ მიზეზით, დეჰიდრატაციის რისკის ადამიანებს ხშირად ურჩევდნენ რაციონიდან კოფეინის შემცველი სასმელების ამოღებას. კოფეინი არარეკომენდებულად მიიჩნეოდა ძლიერი სიცხეების დროსაც. 

როგორც ახლა ირკვევა, შესაძლოა ეს რჩევა სრულებით მცდარი იყოს. 

განმარტებისათვის — შარდმდენი არის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმში შარდის წარმოქმნას ზრდის. აქედან გამომდინარე, დიდი ოდენობით მიღებული წყალი ან ნებისმიერი სასმელი შარდმდენია. 

გასათვალისწინებელია, რომ ხშირი შარდვა სულაც არ ნიშნავს გაუწყლოებას (დეჰიდრატაცია). 

სმის დროს, ორგანიზმი სითხეს იწოვს, რაც შემდეგ შარდის წარმოქმნას ასტიმულირებს. სმის შემდეგ შარდის დაკარგვიდან გამომდინარე, თუკი სითხის დანაკარგი დიდია, სასმელი შესაძლებელია შეფასდეს როგორც „ცუდი რეჰიდრატორი“. 

კოფეინი სუსტი შარდმდენია და ამ ეფექტთან შეგუება სწრაფად მიიღწევა (4-5 დღეში) კოფეინის რეგულარული მიღების პირობებში. ამის შესახებ თითქმის 100 წელია, რაც ცნობილია. 

1928 წელს, კვლევამ, რომელშიც სამი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ როდესაც ისინი კოფეინს ორი თვის განმავლობაში არ მოიხმარდნენ, კოფეინის ისეთი მცირე დოზა, როგორიც იყო ნახევარი მილიგრამი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე (დაახლოებით ნახევარი ყავის ჭიქის შემცველობა), შარდის დანაკარგის შესამჩნევ ზრდას იწვევდა. 

მაგრამ კოფეინის რეგულარული მოხმარება (4-5 დღე) შარდმდენ ეფეტქთან შეგუებას წარმოქმნიდა; ამ ეფექტის გამოსავლენად, საჭირო იყო ერთი მილიგრამი კოფეინი სხეულის მასის ერთ კილოგრამზე. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ კოფეინის შემცველი სასმალების რეგულარული მოხმარება ქრონიკულ გაუწყლოებას არ იწვევდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, დაახლოებით ათი წლის წინ, თანამედროვე მეთოდებით წარმართულმა ახალმა კვლევამ და ანალიზებმა მისი შედეგები დაადასტურა. 

ამ კვლევის ფარგლებში, 11 დღის განმავლობაში დაკვირვება მიმდინარეობდა 59 ჯანმრთელ ადამიანზე. კვლევის მიზანი იყო დაედგინა გამოიწვევდა თუ არა კოფეინის სმა სითხის დანაკარგებს ან დეჰიდრატაციას. 

თავდაპირველად, 6 დღის განმავლობაში, თითოეული მონაწილე საკუთარი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 3 მილიგრამ კოფეინს იღებდა (დაახლოებით 2-3 ჭიქა ყავა დღეში). მომდევნო ხუთი დღის მანძილზე, კოფეინის დოზა შემცირდა — დღეში 1 ან 2 ჭიქამდე. 

მკვლევრები აკვირდებოდნენ ჰიდრატაციის ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა შარდის წარმოქმნა და ფერი. აღმოჩნდა, რომ ჰიდრატაციის ყველა საზომი, რომელთაც ამჟამად სითხის ბალანსის მონიტორინგისთვის ვიყენებთ, არ შეცვლილა კოფეინის რეგულარული მიღების შედეგად. 

ჰიდრატაციის მეცნიერებაში, ნებისმიერი სასმლის ეფექტი სხეულში არსებულ სითხეზე, განისაზღვრება იმ ბალანსით, თუ როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი მოხმარებული სითხის დონეს. 

ბოლო პერიოდში, შეიქმნა „სასმლის ჰიდრატაციის ინდექსი“, რომელიც ღირებულების წყალთან შედარების სტანდარტიზების გზით აღწერს სხვადასხვა სასმლის შეკავების მოცულობას. 

გარდა ამისა, სასმლის ჰიდრატაციის ინდექსი აჩვენებს საშუალოდ მოხმარებულ სასმელებს, მათ შორის ყავას, ჩაის ან კოლას აქვს თუ არა სითხის შეკავების იგივე უნარი, რაც წყალს. 

სასმლის ჰიდრატაციის ინდექსის ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ როგორც იგი აღიარებს, ორგანიზმის სრულ სითხეში წვლილი შეაქვს ყველა მიღებულ სასმელს. ხალხისთვის იმის რჩევა, რომ არ დალიონ ის სასმელები, რომლებიც მოსწონთ (მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კოფეინს შეიცავს), არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ამ სასმელებს ავტომატურად ჩაანაცვლებენ სხვა სასმელებით, რაც საბოლოოდ, მთლიანად სითხეების მოხმარების შემცირებას განაპირობებს. 

ცუდი ჰიდრატაციის სტატუსსა და ცუდ ჯანმრთელობას შორის კავშირი კარგადაა დამტკიცებული. გაუწყლოებას (დეჰიდრატაცია) შეუძლია გააუარესოს განწყობა, ტვინისა და გულის ფუნქციონირება, ხანდაზმულ პაციენტებში კი შედეგები გაცილებით რთულია. 

მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის შემცველ ზოგიერთ სასმელს, მაგალითად კოლას ან ენერგეტიკულ სასმელებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული გართულებები ახასიათებს, ძირითადად შაქრის გამო, სითხის ბალანსის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, კოფეინი მამდვილად არაა საშიში. 

ბენ დესბროუ, გრიფითის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით 

 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 რამდენად მასშტაბურია ყავის ფალსიფიცირების ფაქტები საქართველოში
რამდენად მასშტაბურია ყავის ფალსიფიცირების ფაქტები საქართველოში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის ფალსიფიცირების სავარაუდო ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფომაციით, ჩატარებული ინსპექტირებისას ყავის გადამამუ
წაკითხვა
16 წლის ბიჭი, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარდაიცვალა
16 წლის ბიჭი, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარდაიცვალა
16 წლის ამერიკელი ბიჭი სამხრეთ კაროლინადან, მოკლე დროში, ზედმეტი კოფეინის მიღების შედეგად გარ
წაკითხვა
თბილისში ყავის ახალი საწარმო გაიხსნა
თბილისში ყავის ახალი საწარმო გაიხსნა
თბილისში ყავის ახალი საწარმო გაიხსნა. ადგილზე დაფქვილი დაფასოებული ყავა „მონდო“ იწარმოება.
წაკითხვა
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 5000 ტონამდე ყავას მოიხმარს
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 5000 ტონამდე ყავას მოიხმარს
​„ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ ახალი
წაკითხვა
‘’დამსხვრეული ყავარჯენი’’  -  პოეტ მიმოზა ცანავას მონო სპექტაკლი  მოზარდმაყურებელთა თეატრში
‘’დამსხვრეული ყავარჯენი’’ - პოეტ მიმოზა ცანავას მონო სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრში
‘’დამსხვრეული ყავარჯენი’’  - ასე დაასათაურა პოეტმა მიმოზა ცანავამ საკუთარი მონო სპექტაკლი, რომელიც  მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. <
წაკითხვა
ყავა თუ ჩაი? რომელ ქვეყანაში რომელს ამჯობინებენ?
ყავა თუ ჩაი? რომელ ქვეყანაში რომელს ამჯობინებენ?
რომელ ქვეყნებში ამჯობინებენ ჩაის, ყავის დ
წაკითხვა
მოქალაქე კოკა ლაბარტყავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ  -
მოქალაქე კოკა ლაბარტყავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - "მოამბის" კითხვებს იურისტმა გურამ იმნაძემ უპასუხა
მოქალაქე კოკა ლაბარტყავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა. 
წაკითხვა