საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

267

სახალხო დამცველი - გამოვთქვამ წუხილს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ჩვენი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 15:15:00

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმიანება. 

სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. 

თუმცა, ამავე დროს, სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს, რომ კომისიამ მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა.

„კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი; სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. მართლმსაჯულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გადასინჯვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შესაბამისად საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი მექანიზმის შექმნის მოლოდინი“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობის თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით. 

„ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი და იმავე პირს მეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას.

შემოთავაზებული პროექტი გვთავაზობს ტექნიკურ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი უნდა ჩანაცვლდეს ომბუდსმენით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის მსგავსი ცვლილების განხორციელება, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის ტენდენცია ომბუდსმენის გენდერულად უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლების. ამასთან, უცხოური ტერმინის შემოღება არაა სახელმწიფო ენის პატივისცემის გამოხატულება. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილება არ ყოფილა შეთანხმებული სახალხო დამცველთან და საერთოდ, გაუგებარია თავად ცვლილების საჭიროება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ეს გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და სხვა ტიპის პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატისთვის“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველმა კომისიის წინაშე დააყენა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიების საკითხი, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით, სამწუხაროდ ეს ცვლილება არ აისახა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისათვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა. მისივე თქმით, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც, არსებული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრ
წაკითხვა
სახალხო დამცველი დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ოკუპირებულ ახალგორშ
წაკითხვა
ომბუდსმენი ლილოს ბაზრობასთან მისი თანამშრომლის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენი ლილოს ბაზრობასთან მისი თანამშრომლის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას
წაკითხვა
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია  ორგანიზაციის რეკომენდაციები
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია ორგანიზაციის რეკომენდაციები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც თანასწორობის ორგანოს კომპეტენციები შეისწავლა. <
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
მუსტაფა ემ
წაკითხვა
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების უწყებიდან ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერს ითხოვს
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების უწყებიდან ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერს ითხოვს
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიციის ყოფილ მაღალჩინო
წაკითხვა
სახალხო დამცველის წარმომადგენელი - ფირცხალავას ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა თავის დარტყმის შედეგად ტკივილებს უჩივის
სახალხო დამცველის წარმომადგენელი - ფირცხალავას ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა თავის დარტყმის შედეგად ტკივილებს უჩივის
სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართ
წაკითხვა
მუხტარლის ადვოკატი - იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციას მთავარი პროკურატურა გაითვალისწინებს
მუხტარლის ადვოკატი - იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციას მთავარი პროკურატურა გაითვალისწინებს
კარგია, რომ სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ საკითხს და თავის დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება წარუდგინა მთავარ პროკურატურას- ამის შესახებ
წაკითხვა