საზოგადოებრივი
104.5 FM
1534

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 15:40:00 განახლებულია 2017-04-21 16:32:00


ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, გუშინ კი ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს. 

პროკურატურა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ უვადო პატიმრობას ითხოვდა.

საქმის მასალების თანახმად,  „2016 წლის 22 თებერვალს,  ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა  მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ". 

გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, "ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად,  ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან".


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მალტაში მოკლული ჟურნალისტის შვილი მკვლელობაში მთავრობას ადანაშაულებს
მალტაში მოკლული ჟურნალისტის შვილი მკვლელობაში მთავრობას ადანაშაულებს
Panama Papers-ის საგამოძიებო ჟურნალისტური
წაკითხვა
მკვლელობა ოზურგეთის რაიონში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში. თვითმხილველების განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა. 
წაკითხვა
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში - თვითმხილველების განცხადებით, 42 წლის მამაკაცის მკვლელ
წაკითხვა
გირგვლიანის მკვლელობის საქმე - ერთ-ერთი მოწმის სკანდალური ჩვენების დეტალები „მოამბეში“
გირგვლიანის მკვლელობის საქმე - ერთ-ერთი მოწმის სკანდალური ჩვენების დეტალები „მოამბეში“
კიდევ ორი რეზონანსული ჩვენება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა ის, რაზეც ირინა ენუქიძე ჯერ კიდევ 2006 წელს საუბ
წაკითხვა
შსს კურდღელაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს კურდღელაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შსს-მ სოფელ კურდღელაურში მომხდარი მკვლელო
წაკითხვა
თელავში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
თელავში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურშ
წაკითხვა
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 
წაკითხვა
მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი  იპოვეს, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო
მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო
მამაკაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერ
წაკითხვა