საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

626

ზაქარია ქუცნაშვილი - ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 15:20:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს მოლოდინი აქვს, რომ  მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებების საკითხი პერიოდულობით აქტიურდება,  შესაბამისად, წელიწადი ისე არ ჩაივლის, რომ ეს საკითხი ერთი-ორჯერ საზოგადოების ყურადღების საგანი არ გახდეს.

დეპუტატი ირწმუნება, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი არანაირ საკადრო ცვლილებას არ იხილავს და ეს თანამდებობები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივას წარმოადგენს, რის გამოც, პარლამენტი პროცესის მიღმაა.

საზოგადოებრივის კითხვის საპასუხოდ, რამდენად შესაძლებელია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხსა და გუბერნატორების შეცვლას შორის კავშირი, ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ახალი პოლიტიკა წარადგინოს, ქუცნაშვილი  ყურადღებას სუსტი რგოლების გაძლიერებაზე ამახვილებს. 

"ამას არ გამოვრიცხავ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. სამთავრობო ცვლილებებიც პარლამენტის მიღმა არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერ-მინისტრს სუსტი რგოლების გაძლიერების თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში საკადრო ცვლილებების მიღებაში გამოიხატება, რაც მისი გადასაწყვეტია სუსტად რომელ რგოლს მიიჩნევს და რომელს - ძლიერად“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ ჩქარობს პრემიერ-მინისტრი სუსტი რგოლების გაძლიერებას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ ცვლილებები მოსალოდნელია გვიან გაზაფხულზე.

"ეს უკვე პრემიერის შესაფასებელია. ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მინისტრის პორტფელი განახლდა. არჩევნების დამთავრებიდან გასულია სულ რამდენიმე თვე. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
წაკითხვა
საარჩევნო ბარიერი - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის ინიციატივას აფასებენ
საარჩევნო ბარიერი - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის ინიციატივას აფასებენ
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის მ
წაკითხვა
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის და სააპელაციო განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 18 საათზე იწ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საბედნიეროდ,  საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც გუბერნატორები თამაშობდნენ ერთგვარი კომისრის როლს და უხეშად ერეოდნენ საარჩევნო პროცესებში
ირაკლი კობახიძე - საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც გუბერნატორები თამაშობდნენ ერთგვარი კომისრის როლს და უხეშად ერეოდნენ საარჩევნო პროცესებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეგიონებში საკადრო ცვლილებები თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს არ უკ
წაკითხვა
საკადრო ცვლილებები რეგიონებში
საკადრო ცვლილებები რეგიონებში
საკადრო ცვლილებები რეგიონებში. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. პაპუნა მარგველიძე, გავრცელებული ცნობით, ფინანსთ
წაკითხვა
ხათუნა სამნიძე - სამწუხაროდ, გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც მზად არიან, ხელისუფლებას უპირობოდ ესაუბრონ, რაც პირდაპირ თანამშრომლობას ნიშნავს
ხათუნა სამნიძე - სამწუხაროდ, გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც მზად არიან, ხელისუფლებას უპირობოდ ესაუბრონ, რაც პირდაპირ თანამშრომლობას ნიშნავს
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან არავითარი მზაობა არ ჩანს და ის ჩიხშია, მაგრამ სამწუხაროდ,  გამოჩნდნენ პარტიები, რომ
წაკითხვა
პაატა დავითაია: სტრასბურგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრა ჩაინიშნა
პაატა დავითაია: სტრასბურგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეხვედრა ჩაინიშნა
6 სექტემბერს სტრასბურგში, ვენეციის კომისიის
წაკითხვა
საკადრო ცვლილებები თეთრ სახლში - პრესსპიკერის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტის აპარატის უფროსი გადადგა
საკადრო ცვლილებები თეთრ სახლში - პრესსპიკერის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტის აპარატის უფროსი გადადგა
თეთრ სახლში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ბოლო ერთ კვირაში პოსტი ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა. პრესსპიკერის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენ
წაკითხვა