საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

452

გიორგი კვირიკაშვილი - ერთი შეხედვით, საქართველო შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა როგორც რეგიონული ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს

გამოქვეყნებულია 2017-04-21 14:52:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორია, რომელთანაც კიდევ უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპული ბიზნესსაზოგადოებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობებს დინამიური უწოდა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიზნესშესაძლებლობებზე და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.

„საქართველო პატარა, თუმცა უზარმაზარი ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით), ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებთ რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს.

„ღია ბიზნესგარემოსთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა - საქართველო, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს. საქართველო არა მარტო სამხრეთ კავკასიის გზაგამტარია, არამედ ის ხსნის გზას ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით ვქმნით შესაბამის ნორმატიულ წვდომასაც“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უნგრეთი სრულად აითვისებს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალს და უდიდეს შესაძლებლობებს, რასაც, მისი თქმით, ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.

საქართველო–უნგრეთის ბიზნესფორუმი უნგრეთის პრემიერ–მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება და მას უნგრეთისა და საქართველოს წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა  საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი
ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა  საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მერთან ერთად, კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან ერთად, სამედიცინოგამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას - შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის
გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას - შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია
გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვები, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მ
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრე
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა გაიმართება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ი
წაკითხვა
მაიკ პენსი - ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ
მაიკ პენსი - ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ
ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან
გიორგი კვირიკაშვილი - ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან
ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა
წაკითხვა