საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

386

პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პროექტის განხილვა გადაიდო, მიზეზი უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 14:05:00 განახლებულია 2017-04-21 14:44:00

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გადაიდო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით იყო დაგეგმილი და პროექტის წარდგენის მიზნით, ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ჩავიდა, თუმცა საკითხის თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ცვლილებების  განხილვა დღეს აღარ შედგება.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკითხის გადადების მიზეზებს განმარტავს და ადასტურებს,  რომ საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

„არასოდეს დამიმალავს,  რაც სინამდვილეში ხდება. საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალური უნდა ვიყოთ, გამსაღებლების მიმართ ამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსესუსი იყოს ჩამოყალიბებული და საკითხი სესიაზე ასე გამოვიტანოთ. ამის გადადება ამიტომ მოხდა. ვფიქრობთ, რომ კონსესუსი მიღწევადია“, - განაცხადა მდინარაძემ.

საზოგადოებრივის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლესობის გუშინდელ დახურულ სხდომაზეც გაიმართა, სადაც საკითხის წინააღმდეგ „კონსერვატორები“ და კიდევ რამდენიმე დეპუტატი წავიდნენ.

რაც შეეხება ცვლილებებს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება. ამასთანავე, პროექტით, კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა იცვლება. კერძოდ, ინიციატივით, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მამუკა მდინარაძე  - როდესაც ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს
მამუკა მდინარაძე - როდესაც ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს
გავრცელებულ ინფორმაციას "საქართველოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკაზე მოსაზრებები გაყოფილია, თუმცა ყველას მიზანია საქართველოში ნარკომოხმარების შემცირება
ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკაზე მოსაზრებები გაყოფილია, თუმცა ყველას მიზანია საქართველოში ნარკომოხმარების შემცირება
ნარკოპოლიტიკაზე მოსაზრებები გაყოფილია, თუ
წაკითხვა
ნარკოპოლიტიკა ევროპაში - აკრძალვა თუ დეკრიმინალიზაცია - სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება #მოამბეში
ნარკოპოლიტიკა ევროპაში - აკრძალვა თუ დეკრიმინალიზაცია - სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება #მოამბეში
განმუხურში მომხდარი შემთხვევების შემდეგ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის თემა კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური. 
წაკითხვა
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის ინიციატივით გამოდის
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოპ
წაკითხვა
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის ინიციატივით მიმართავს
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის ინიციატივით მიმართავს
მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარე
წაკითხვა
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის მხრიდან გასული 5 წლის ხაზგასმით წარმატებულად მოხსენიება და ახალი პათოსით საუბარი მოკავშირეობაზე, „ქართული ოცნების“ უდიდესი წარმატებაა
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის მხრიდან გასული 5 წლის ხაზგასმით წარმატებულად მოხსენიება და ახალი პათოსით საუბარი მოკავშირეობაზე, „ქართული ოცნების“ უდიდესი წარმატებაა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ 
წაკითხვა
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანოზაცია ოპოზიციური მინიპარტიების სახით ჩამოყალიბდა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტენდენციურად უყურებს
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანოზაცია ოპოზიციური მინიპარტიების სახით ჩამოყალიბდა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტენდენციურად უყურებს
სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მინიპარტიების
წაკითხვა
მამუკა მდინარაძე - დასტურდება, რომ ეთიკის მიღმა განცხადებების მთავარი შემკვეთი პრეზიდენტია
მამუკა მდინარაძე - დასტურდება, რომ ეთიკის მიღმა განცხადებების მთავარი შემკვეთი პრეზიდენტია
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის
წაკითხვა