საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს საქართველოსთან თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობა

გამოქვეყნებულია 2017-04-21 14:29:00

„უნგრეთის დელეგაციას გთხოვთ, აღიქვათ საქართველო სანდო, მდგრად ქვეყანად, რომელსაც აქვს მტკიცე საგარეო პოლიტიკა, რაც არის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი თქვენი ბიზნესაქტივობისთვის. მე მოვუწოდებ უნგრეთის ბიზნესდელეგაციას, გამოიყენოს თანამშრომლობის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო–უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა. გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერ–მინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ. მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. 

უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა საქართველო–უნგრეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და მტკიცე კულტურულ კავშირებს. 

„თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები მსოფლიოში, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობს წარსულში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და არც არსებულა. ამიტომ, მოდით ვიფიქროთ უფრო მეტად მომავალზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ფიქრობს მომავალ ურთიერთობებზე. ეს არის თავისუფალი აზროვნების ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის სუვერენიტეტისკენ და გააჩნია უმაღლესი კულტურა. უნგრელებს გვსურს, რომ ვიფიქროთ იგივე მიმართულებით, იგივე გზით. ფაქტობრივად საქართველოს ამბიციები არის ახლოს ჩვენი ქვეყნის ამბიციებთან. ჩვენ პოლიტიკოსებმა ყველაფერი ვცადეთ, რაც შეგვეძლო ამ თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ახლა ჯერი ბიზნესზეა, თქვენი აქტივობები არის ღია, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობა–სრულყოფილი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვიქტორ ორბანს ბრიუსელში საპროტესტო აქციით დახვდნენ
ვიქტორ ორბანს ბრიუსელში საპროტესტო აქციით დახვდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში საპროტესტო აქციით დახვდნენ. დემონსტრანტები, ორბანის ინიციატივით გატარებული რეფორმის ფარგლებში, ევროპის ცენტრა
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის რეს
წაკითხვა
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ამ საკითხზე მოლაპარაკე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები პოლიტიკური ურთ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგ
წაკითხვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს, 20-21 აპრილს, ოფიციალური ვიზ
წაკითხვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა
საქართველოს, 20-21 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 
წაკითხვა
საქართველოს უნგრეთის პრემიერი ეწვევა
საქართველოს უნგრეთის პრემიერი ეწვევა
საქართველოს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდ
წაკითხვა
232

უახლესი