საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

გამოქვეყნებულია 2017-04-21 14:21:00

საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა. 

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბიზნესფორუმი აქციის ფონზე - ვიქტორ ორბანს თბილისში, სასტუმროსთან სტუდენტები პროტესტით დახვდნენ
ბიზნესფორუმი აქციის ფონზე - ვიქტორ ორბანს თბილისში, სასტუმროსთან სტუდენტები პროტესტით დახვდნენ
ბიზნესფორუმმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. უნგრეთის პრემიერს ფორუმის მასპინძელ სასტუმროსთან კონტრაქციებით დახვდნენ. 
წაკითხვა
საქართველოს მთავრობის მეთაურის მეუღლემ მაკა ცინაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს უმასპინძლა
საქართველოს მთავრობის მეთაურის მეუღლემ მაკა ცინაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს უმასპინძლა
წაკითხვა
უნგრეთის პრემიერის თბილისში შეხვედრებს მართავს  - როგორია ვიქტორ ორბანის მთავარი გზავნილები
უნგრეთის პრემიერის თბილისში შეხვედრებს მართავს - როგორია ვიქტორ ორბანის მთავარი გზავნილები
უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქა
წაკითხვა
 აქციები თბილისში, უნგრეთის პრემიერის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად -რას აპროტესტებენ სტუდენტები
აქციები თბილისში, უნგრეთის პრემიერის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად -რას აპროტესტებენ სტუდენტები
უნგრეთის პრემიერის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპროტესტო აქციები გაიმართა. სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან", სადაც ბიზნესფო
წაკითხვა
50 სტუდენტის ნაცვლად, უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს
50 სტუდენტის ნაცვლად, უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს
საქართველო უნგრეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პ
წაკითხვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშ
წაკითხვა
საქართველო-უნგრეთის ბიზნესპორუმში ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრები ჩაერთვებიან
საქართველო-უნგრეთის ბიზნესპორუმში ორივე ქვეყნის პრემიერმინისტრები ჩაერთვებიან
საქართველოს და უნგრეთის პრემიერმინისტრები ორი ქვეყნის ბიზნესფორუმში ჩაერთვებიან. ბიზნესფორუმი რამდენიმე წუთში გაიხსნება.
წაკითხვა
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრების შეხვედრა და განცხადებები
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრების შეხვედრა და განცხადებები
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე წუთის წინ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
წაკითხვა
272

უახლესი