საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

416

ლოს ანჯელესის აეროპორტში მგზავრის ხელჩანთაში ცეცხლსასროლი იარაღი ვერ შენიშნეს

თამარ ოდიშარია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 14:14:00

ქალი პოლიციელი ისე გაფრინდა ლოს ანჯელესიდან ტაივანში, რომ ჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება დაავიწყდა. აეროპორტში იარაღი არც პირადი ჩხრეკისას, და არც ჩანთის სკანირებისას შენიშნეს.

სანტა- მონიკას პოლიციის განყოფილების თანამშრომელი ნოელ გრანტი შვებულებაში ტაივანში მიფრინავდა და თან მისი პირადი იარაღი მიჰქონდა.

42 წლის გრანტს მხოლოდ მაშინ გაახსენდა იარაღის არსებობა, როდესაც ტაივანის დედაქალაქში სხვა რეისზე უნდა გადამჯდარიყო. პოლიციელის ჩანთაში იარაღთან ერთდ 6 ტყვიაც აღმოჩნდა.

გრანტმა ინციდენტის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეატყობინა, რომლებმაც მგზავრს გამოძიების დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. 

აშშ-ს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ლოს ანჯელესის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები შესაბამისად არ იყო დაცული.

„ის პირები, ვინც პასუხისმგებელია, რომ თვითმფრინავის ბორტზე იარაღი აღმოჩნდა, გამოვლენილი იქნებიან“- აცხადებენ აშშ-ს  ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურში. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აეროპორტის გზაზე მსხვერპლით დასრულდა.
წაკითხვა
შეფერხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - რამ გამოიწვია რეისების გადადება
შეფერხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - რამ გამოიწვია რეისების გადადება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ
წაკითხვა
უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
დაკავება უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით. 
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა პროგრამული რეგისტრაცია განახლდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა პროგრამული რეგისტრაცია განახლდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა პროგრამული რეგისტრაცია აღდგა. "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა 
წაკითხვა
გიორგი გახარია - აეროპორტში არსებული პრობლემა, თბილისის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში არსებობს
გიორგი გახარია - აეროპორტში არსებული პრობლემა, თბილისის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში არსებობს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით  არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცი
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული შეფერხების გამო მგზავრები რეგისტრაციას ხელით გადიან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული შეფერხების გამო მგზავრები რეგისტრაციას ხელით გადიან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული შეფერხების გამო ამ წუთებში მგზავრები რეგისტრაციას ხელით გადიან.
წაკითხვა
თბილისის აეროპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს, დაგვიანებით შესრულდა რვა რეისი
თბილისის აეროპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს, დაგვიანებით შესრულდა რვა რეისი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციისა და რეისების შეფერხების მიზეზი ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის გათიშვა გახდა. &l
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. გადაიდო რამდენიმე რეისი, რადგან მგზავრები რეგისტრაციის გავლას
წაკითხვა