საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

459

50 სტუდენტის ნაცვლად, უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-21 13:46:00

საქართველო უნგრეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ ურთიერთობებს ძლიერ ეკონომიკურ თანამშრომლობად გარდაქმნის. პრემიერმა საქართველოში უნგრული ბიზნესი საუკეთესო მაგალითად ავიაკომპანია „ვიზეარის“ საქმიანობა დაასახელა. პრემიერის განმარტებით, საქართველო ინვესტორებს საუკეთესო ბიზნეს გარემოს სთავაზობს და ინვესტიციების შესაძლებლობებისთვის მოწინავე ქვეყანაა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მოგების გადასახადის გადახედვას ინვესტორების მოსაზიდად გეგმავს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის სანდო ქვეყანად აღიქვან.

მისი თქმით, ეკონომიკური ოპერირება ამ კონფლიქტებზე დამოკიდებული არ არის. უნგრეთის პრემიერის განმარტებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო უნგრეთისთვის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. 

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიების მოცულობა იზრდება და 50 სტუდენტის ნაცვლად უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ფირუმი დილიდან მიმდინარეობს და მასში 47 უნგრული და 60-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„მომენტუმი“ - პარტია უნგრეთში, რომელიც პოლიტიკური რეალობის შეცვლას ცდილობს
„მომენტუმი“ - პარტია უნგრეთში, რომელიც პოლიტიკური რეალობის შეცვლას ცდილობს
ევროპაში მრავალწლიანი პოლიტიკური სტაბილურობა ირყევა. საფრანგეთი, ესპ
წაკითხვა
უნგრეთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს
უნგრეთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს
უნგრეთის ქალაქ დიორში
წაკითხვა
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებულები, გრანტის მფლობელები და 20
წაკითხვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ანტისემიტიზმი დაგმო. 
წაკითხვა
საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ უნგრეთის ელჩი გააცილა
საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ უნგრეთის ელჩი გააცილა
საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ" უნგრეთის ელჩი შანდორ საბო გააცილა, რომელიც საქართველოში დიპლო
წაკითხვა
ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნესფორუმი გაიხსნება
ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნესფორუმი გაიხსნება
ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 15 ივნისს ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზ
წაკითხვა
იან კელიმ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი საელჩოს სპეციალური სტიპენდიით დააჯილდოვა
იან კელიმ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი საელჩოს სპეციალური სტიპენდიით დააჯილდოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართ
წაკითხვა
ბუდაპეშტში განათლების რეფორმისა და მმართველი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ბუდაპეშტში განათლების რეფორმისა და მმართველი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
უნგრეთის დედაქალაქში განათლების რეფორმისა და მმართველი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციას 10 000-მდე ადამიანი დაესწრო. 
წაკითხვა