საზოგადოებრივი
104.5 FM
1488

მამაკაცი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე წლის წინაც იყო

მამაკაცი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის წლების წინ გასამართლებული იყო.

როგორც Le Parisien წერს, 39 წლის მამაკაცი პოლიციელებზე თავდასხმისთვის იხდიდა სასჯელს.

2001 წელს, მისი ავტომანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სამართალდამცველების მოკვლა სცადა. ის მოპარული ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ამასთან, დამნაშავე საფრანგეთის სპეციალური სამსახურის ბაზაში იყო.

შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექციის მიერ ის ეჭვმიტანილი იყო ექსტრემიზმთან კავშირში.

პარიზში პოლიციელებზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია,- ამის შესახებ საფრანგეთის მთავარმა პროკურორმა ფრანსუა მოლინსმა განაცხადა.

მოლინსის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ მის ვინაობას ვერ დაასახელებენ.

ამასთან, ფრანგული ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, თავდამსხმელი 39 წლის კარიმ ს.-ა.

პარიზში, ელისეის მინდვრებთან  მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, „ბი–ბი–სი“ –ს ცნობით, დაჭრილია ორი პოლიციელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ბოროტმოქმედს თანამზრახველიც ჰყავდა. სამართალდამცველებმა დამნაშავის სავარაუდო თანამონაწილეზე ძებნა გამოაცხადა.

Reuters ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც საფრანგეთის პოლიცია ეძებს, პარიზში მატარებლით, ბელგიიდან ჩავიდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. 
წაკითხვა
თავდამსხმელის ძმა აცხადებს, რომ ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედია მისთვის მოულოდნელი იყო
თავდამსხმელის ძმა აცხადებს, რომ ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედია მისთვის მოულოდნელი იყო
ლას ვეგასში თავდასხმის შემსრულებლის სტივე
წაკითხვა
მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა
მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა
მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში მუსიკალურ
წაკითხვა
პარიზში, ეიფელის კოშკთან მდებარე რკინიგზის სადგური ევაკურებულია
პარიზში, ეიფელის კოშკთან მდებარე რკინიგზის სადგური ევაკურებულია
საეჭვო პაკეტის აღმოჩენის გამო, პარიზში ერთ-ერთი რკინიგზის სადგური ევაკურებულია - იუწყება Dail
წაკითხვა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური
წაკითხვა
აშშ პარიზის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების შეთავაზებას განიხილავს
აშშ პარიზის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების შეთავაზებას განიხილავს
კლიმატური ცვლილებების შესახებ მიღწეული შე
წაკითხვა
პარიზში შეიარაღებული მამაკაცი სამხედრო პირს თავს დაესხა
პარიზში შეიარაღებული მამაკაცი სამხედრო პირს თავს დაესხა
პარიზში შეიარაღებული მამაკაცი სამხედრო პირს თავს დანით დაესხა. ინციდ
წაკითხვა
პარიზში შრომითი კანონმდებლობლის რეფორმის წინააღმდეგ აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
პარიზში შრომითი კანონმდებლობლის რეფორმის წინააღმდეგ აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შრომითი კან
წაკითხვა