საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პარიზში მომხდარი თავდასხმისას მეორე პოლიციელის გარდაცვალება არ დასტურდება

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე პარიზში მომხდარი თავდასხმისას მეორე პოლიციელის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

როგოც ელჩმა საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, დაჭრილი პოლიციელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

სირაძე-დელონეს ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ლიკვიდირებულია, პოლიციისთვის ცნობილი იყო როგორც რადიკალი ისლამისტი.

ელჩის ინფორმაციით, საელჩოში გახსნილია ცხელი ხაზი. მისივე თქმით, ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ.

„პიროვნება, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს ლიკვიდირებულია, ერთი პოლიციელია გარდაცვლილი, მეორე მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.

არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეორე პოლიციელი დაიღუპა.

საელჩოში მუშაობს ცხელი ხაზი, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი ზარი არ შესულა.

პოლიცია სრულად აკონტროლებს ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიას, ყველა ქუჩა გადაკეტილია, მეტროსადგურები დაკეტილია.

პიროვნება რომელმაც ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, ცნობილი იყო სპეციალური უწყებებისთვის როგორც საშიში პიროვნება, როგორც რადიკალი ისლამისტი.

ამაზე მუშაობს ტერორიზმის სპეციალური ორგანო.

პანიკის საფუძველი არ არის. პარიზის მოსახლეობა სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობას შეეჩვია“,- განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

ამასთან, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზში სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან მეორე პოლიციელიც გარდაიცვალა.

პარიზში, ელისეის მინდვრებთან მომხდარი თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

როგორც დასავლური მედია წერს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო.

ელისეის მინდვრების ტერიტორია გადაკეტილია. ასევე დაკეტილია სამი მეტროსადგური.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რას უკავშირდება მომხდარი ინციდენტი, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია.

თუმცა, საფრანგეთის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„არც მაკრონი, არც ლე პენი“-საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ
„არც მაკრონი, არც ლე პენი“-საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ
„არც მაკრონი, არც ლე პენი“ – ამ დევიზით ს
წაკითხვა
საფრანგეთის მთავრობამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადირებაზე სერბეთს უარი უთხრა
საფრანგეთის მთავრობამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადირებაზე სერბეთს უარი უთხრა
საფრანგეთის მთავრობამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადირებაზე სერბეთს უარი უთხრა. 
წაკითხვა
აფეთქება საფრანგეთის ქალაქ გრენობლში
აფეთქება საფრანგეთის ქალაქ გრენობლში
აფეთქება მოხდა საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, „მაკდონალდსის“ რესტორანში. 
წაკითხვა
საფრანგეთი - ასადმა იდლიბში ზარინის მხუთავი გაზი გამოიყენა
საფრანგეთი - ასადმა იდლიბში ზარინის მხუთავი გაზი გამოიყენა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწ
წაკითხვა
მარინ ლე პენი - ევროპის მოწინააღმდეგე არ ვარ
მარინ ლე პენი - ევროპის მოწინააღმდეგე არ ვარ
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასული მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ევროპის
წაკითხვა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების  პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატების ტელედებატები  3 მაისს გაიმართება
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატების ტელედებატები 3 მაისს გაიმართება
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატები  3 მაისს ტელედებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 
წაკითხვა
მარინ ლე პენი - „ეროვნული ფრონტის“ პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ
მარინ ლე პენი - „ეროვნული ფრონტის“ პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ
საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე
წაკითხვა
არჩევნები საფრანგეთში - რა გავლენას მოახდენს მეორე ტურის შედეგი ევროკავშირსა და საქართველოზე
არჩევნები საფრანგეთში - რა გავლენას მოახდენს მეორე ტურის შედეგი ევროკავშირსა და საქართველოზე
არჩევნების მეორე ტურის შედეგს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ევროკავშირი. 
წაკითხვა
1009

უახლესი