საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

არჩილ თალაკვაძე - მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 22:37:00

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით, მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და ამ თვალსაზრისით, არანაირი ცვლილება არ ხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოებული სამუშაო პროცესი პათოსებით არ უნდა შეფასდეს.

„ეს პროცესი იმით უნდა შევაფასოთ, რაც რეალურად, დოკუმენტში წერია. მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება და ეს მართალი არ არის. რაც შეეხება დანარჩენ პრინციპებს, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელთან შესაბამისობაში ახალი კონსტიტუცია იქნება. 

შესაბამისად, საპარლამენტო მმართველობა მთელ ევროპაში იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ფუნქციების დელეგირება პრემიერ-მინისტრზეა. პრაქტიკულად, ეს დღესაც ასეა და მომავალშიც საპარლამენტო მოდელის გაძლიერება მოხდება. პრეზიდენტს ყველა ის ძირითადი ფუნქცია უნარჩუნდება, რომელიც მას დღეს აქვს. 

თუნდაც, ეს არის მთავარსარდლის სტატუსი,  გენერალურ შტაბთან მიმართებაში მისი ფუნქცია, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა და სხვა ფუნქციები. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პათოსებით უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც იურიდიულ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებობს”, - დასძინა თალაკვაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპი - ძველი ცხოვრება მენატრება, მეგონა პრეზიდენტობა უფრო მარტივი იქნებოდა
დონალდ ტრამპი - ძველი ცხოვრება მენატრება, მეგონა პრეზიდენტობა უფრო მარტივი იქნებოდა
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეასე დღეს ამბობს, რომ ძველი ცხოვრება ენატრება, ვინაიდან აქამდე ეგონა, რომ პრეზიდენტობა უფრო მარტივი იქნებოდა.&
წაკითხვა
კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესზე - თუ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს
კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესზე - თუ პოლიტიკური კომპრომისი აზრს დაკარგავს, ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს
ჩვენ ამ კონკრეტულ ნაბიჯზე კომპრომისის გამო მივდივართ ანუ ვტოვებთ კიდევ 7 წლით იმ სისტემას, რომელიც, მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ ა
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე პეტრო აგრამუნტი შესაძლოა, აქსელ ფიშერმა შეცვალოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე პეტრო აგრამუნტი შესაძლოა, აქსელ ფიშერმა შეცვალოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი
წაკითხვა
ზაზა გაბუნიამ - ჩვენ ვიფიქრებთ, რამდენად აქვს აზრი პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის 2023 წლამდე გადავადებას
ზაზა გაბუნიამ - ჩვენ ვიფიქრებთ, რამდენად აქვს აზრი პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის 2023 წლამდე გადავადებას
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ელისო კილაძე მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ელისო კილაძე მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თა
წაკითხვა
მაჟორიტარული სისტემის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
მაჟორიტარული სისტემის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
მაჟორიტარული სისტემის თაობაზე მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გა
წაკითხვა
 ოფიციალური ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტას არ გამორიცხავს
ოფიციალური ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტას არ გამორიცხავს
სწორედ სტრასბურგში დამტკიცებული რეზოლუციის გამო თურქეთიდან მორიგი მწვავე განცხადებები ისმის. ოფიციალური ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების მ
წაკითხვა
დატოვებს თუ არა თანამდებობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
დატოვებს თუ არა თანამდებობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან. 
წაკითხვა
374

უახლესი