საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

აღმოჩენილია არამიწიერი სიცოცხლისათვის ყველაზე ხელსაყრელი ეგზოპლანეტა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 22:35:00

ჩვენ საოცარ ხანაში ვცხოვრობთ, როდესაც მეცნიერებს ღამის ცაზე მოციმციმე ციცქნა წერტილებს შორის ეგზოპლანეტების გამორჩევაც კი შეუძლიათ. თუმცა, არც თუ ისე ადვილია ისეთ ეგზოპლანეტათა პოვნა, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე ყვაოდეს. 

ყველაზე ამაღელვებელი კი ის არის, რომ როგორც მკვლევრებმა გუშინ განაცხადეს, მათ შესაძლოა იპოვეს საუკეთესო პლანეტა მზის სისმეტმის მიღმა, რომელზეც შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე იყოს. ამ შორეულ პლანეტას LHS 1140b უწოდეს, ის დედამიწაზე ოდნავ დიდია და ჩვენგან 40 სინათლის წლითაა დაშორებული. 

„ეს გახლავთ ყველაზე ამაღელვებელი პლანეტა, რაც კი გასული ათწლეულის განმავლობაში მინახავს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი ჯეისონ დიტმენი. 

„ჩვენ წინაშეა ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნე, რათა პასუხი გავცეთ მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს კითხვას — არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა სადმე“. 

LHS 1140b სუპერდედამიწის ტიპის პლანეტაა — პლანეტა, რომლის მასაც დედამიწისაზე მეტია, თუმცა არ უნდა აღემეტებოდეს ათზე მეტად. ამ შემთხვევაში, ეგზოპლანეტის მასა დედამიწისას შვიდჯერ აღემატება, თუმცა ზომით მხოლოდ 1,4-ჯერ დიდია, რასაც მკვლევართა ჯგუფი მის სიმკვრივეს მიაწერს; სავარაუდოდ, ამ პლანეტას ძალიან მკვრივი რკინის ბირთვი აქვს. 

თუმცა, LHS 1140b ყველაზე მეტად დამაინტრიგებელი და შემდგომი ანალიზებისთვის საინტერესოა არა მისი ზომის ან მასის გამო, არამედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ თავის დედა-ვარსკვლავის გარშემო იგი სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ამ ვარსკვლავს LHS 1140-ს უწოდებენ, არის მკრთალი წითელი ჯუჯა, მდებარეობს ვეშაპის თანავარსკვლავედში. 

LHS 1140b ათჯერ უფრო ახლოსაა დედა-ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან, თუმცა იმის გამო, რომ LHS 1140  მზეზე მნიშვნელოვნად ცივი და მკრთალია, ასეთი სიახლოვე პლანეტას არ წვავს, უფრო მეტიც — იღებს იმ სინათლის ნახევარს, რასაც დედამიწა მზისგან. 

„წითელ ჯუჯასთან ამჟამად არსებული პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ჟენევის ობსერვატორიის ასტრონომი ნიკოლა ასტუდილიო-დეფრუ. 

LHS 1140 ღერძის გარშემო ნელა ბრუნავს და უფრო ცოტა მაღალენერგიულ რადიაციას გამოყოფს, ვიდრე სხვა მსგავსი, დაბალმასიანი ვარსკვლავები“. 

ეს კი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ვარსკვლავიდან მომდინარე სითბო და სინათლე იმდენად ცხელი არაა, რომ პლანეტის ზედაპირზე თხევადმა წყალმა არსებობა ვერ შესძლოს. თხევადი წყალი კი გადამწყვეტია სიცოცხლის იმ ფორმის არსებობისათვის, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი.  

LHS 1140b ასტრონომებმა ჩილეში, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის კუთვნილ ლა-სილიის ობსერვატორიაში არსებული ტელესკოპ HARPS-ის საშუალებით აღმოაჩინეს. 

ეგზოპლანეტა სავარაუდოდ 5 მილიარდი წლის ასაკისაა და შესაძლოა ყოველთვის ასეთი სტუმართმოყვარე არ იყო, რადგან როგორც ირკვევა, მისი დედა-ვარსკვლავი წითელი ჯუჯა, ახალგაზრდობისას ბევრად სასტიკი უნდა ყოფილიყო, რის შედეგადაც, თუკი ამ პლანეტას თხევადი წყალი ჰქონდა, ის აუცილებლად აორთქლდებოდა ატმოსფეროში. 

ჯგუფი იმედიანადაა, რადგან ამ პლანეტას შესაძლოა ატმოსფერო შენარჩუნებული ან აღდგენილი ჰქონდეს, რისი მიზეზიც შორეულ წარსულში, მისი მაგმის მდუღარე ოკეანეებში წარმოქმნილი ორთქლის ჩაჭერა უნდა იყოს. 

ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, ჯგუფი პლანეტის კვლევებს ჰაბლის კოსმსოურ ტელესკოპითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს Extremely Large Telescope-ით გეგმავს, რომელიც 2024 წელს გაეშვება. 

რა თქმა უნდა, ეს არაა ერთადერთი შორეული სამყარო, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ააღელვა ასტრონომები. რამდენიმე კვირის წინ, მეცნიერებმა  სუპერდედამიწის ტიპის კიდევ ერთ პლანეტა 1132b-ის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს.  


ეს პლანეტაც დაახლოებით იგივე მანძილზე, დედამიწიდან 39 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ შორეულ პლანეტას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები აქვს, სულაც არ ნიშნავს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის დადასტურებას მანამ, სანამ არ გვეცოდინება უფრო მეტი. ეს ყველაფერი არც იმის მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ საბოლოოდ ასე გულმოდგინედ ვეძებთ — თავად არამიწიერი სიცოცხლის: 

„მოდი, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს ძალიან აღგვაფრთოვანა მზის სისტემის „დობილი“ ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST–1-ისა და უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b-ის აღმოჩენამ, რომლებიც როგორც შემდეგ გაირკვა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელნი უნდა იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავდაპირველად ამის საპირისპიროს ვფიქრობდით“. 

რაც ამჟამად ვიცით LHS 1140b-ის შესახებ, ისაა, რომ მას ყველა ნიშანი აქვს, რათა სამომავლოდ უფრო ფართო კვლევები დავიწყოთ. 

„LHS 1140b ალბათ უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეა სასიცოცხლო ზონის პლანეტათა შესასწავლად, ვიდრე პროქსიმა b ან TRAPPIST–1“, — განმარტავს ჯგუფის ორი წევრი, ქსავიე დელფოსი და ქსავიე ბონფილი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრიდან. 

„ნამდილად მნიშვნელოვანი წელი იყო ეგზოპლანეტების აღმოჩენის თვალსაზრისით“. 

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია „ყინულის ბურთულა“ პლანეტა
აღმოჩენილია „ყინულის ბურთულა“ პლანეტა
ასტრონომებმა დედამიწის მასის მქონე ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც თავისი დედა-ვარსკვლავის
წაკითხვა
5600 ვარსკვლავის კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა ნიშნები ვერ გამოავლინა
5600 ვარსკვლავის კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა ნიშნები ვერ გამოავლინა
ლაზერის სიგნალების კვალის ძიების მიზნით წ
წაკითხვა
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, სუპერ-იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, სუპერ-იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდის გამო
წაკითხვა
სატურნის მთვარე ენცელადზე სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინეს - NASA-ს დაპირებული განცხადება
სატურნის მთვარე ენცელადზე სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიის წყარო აღმოაჩინეს - NASA-ს დაპირებული განცხადება
რამდენიმე დღის წინ დაპირებული NASA-ს
წაკითხვა
მოემზადეთ - NASA არამიწიერი სიცოცხლის ძიების შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს
მოემზადეთ - NASA არამიწიერი სიცოცხლის ძიების შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს
NASA ფორმაშია. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო
წაკითხვა
სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს
სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს
დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტა Gliese 1132
წაკითხვა
მოხეტიალე პლანეტა, რომელიც პლანეტათა წარმოქმნის ამჟამინდელ მოდელს ეჭვქვეშ აყენებს
მოხეტიალე პლანეტა, რომელიც პლანეტათა წარმოქმნის ამჟამინდელ მოდელს ეჭვქვეშ აყენებს
გიგანტური მოხეტიალე სხეული, რომელსაც ერთ
წაკითხვა
მარსმავალმა, რომელმაც სიცოცხლის კვალი უნდა ეძებოს, ატაკამის უდაბნოში ტესტირება გაიარა
მარსმავალმა, რომელმაც სიცოცხლის კვალი უნდა ეძებოს, ატაკამის უდაბნოში ტესტირება გაიარა
უკიდურესი სიმშრალის გამო, ჩილეში მდებარე
წაკითხვა
7523

უახლესი