საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

გადაწყვეტილება მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დამატებით რვა საათში, ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.

კანონის შესაბამისად, მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად თავდაპირველად ოთხი საათი განესაზღვრათ. აღნიშნულ დროში ერთხმად გადაწყვეტილების მიღება ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ შეძლეს, ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად განისაზღვრა მეორე ეტაპი – დამატებით რვა საათი. 

იმ შემთხვევაში, თუ მსაჯულები მეორე ვადაშიც ვერ მიიღებდნენ ვერდიქტს, მათ დამატებით სამსაათიანი დრო განესაზღვრებოდათ.

სასჯელის დანიშვნის სხდომა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 15:00 საათზე ჩაინიშნა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მხარეები დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვებით წარსდგნენ, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს.  

საქმის მასალების თანახმად,  „2016 წლის 22 თებერვალს,  ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა  მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ". 

გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, "ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად,  ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან".


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მე-3 ა მიკრორაიონში მოხდა.  <
წაკითხვა
მეზობლები ქარელში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ყაჩაღობას გამორიცხავენ
მეზობლები ქარელში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ყაჩაღობას გამორიცხავენ
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში, სადაც
წაკითხვა
ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს
ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში მკვლელო
წაკითხვა
​შსს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
​შსს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფო
წაკითხვა
რუსეთში, ტვერის ოლქში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით რვა ადამიანი მოკლა
რუსეთში, ტვერის ოლქში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით რვა ადამიანი მოკლა
რუსეთში, ტვერის ოლქში მამაკაცმა რვა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოკლულთაგან 6 მამ
წაკითხვა
საპატრიარქოს იურისტი მთავარ პროკურატურაში დაკითხეს
საპატრიარქოს იურისტი მთავარ პროკურატურაში დაკითხეს
საპატრიარქოს იურისტი პროკურატურაში უკვე დაკითხეს. ინფორმაციას ედიშერ ქარჩავა ადასტურებს. მისი თქმით, შეკითხვები პატრიარქის შესაძლო მკვლელობ
წაკითხვა
სტამბოლში გაზეთ Yeni Akit-ის რედაქტორი მოკლეს
სტამბოლში გაზეთ Yeni Akit-ის რედაქტორი მოკლეს
სტამბოლში გაზეთ Yeni Akit-ის რედაქტორი კა
წაკითხვა
ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე გარდაცვლილი ნახეს
ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე გარდაცვლილი ნახეს
ქობულეთში, გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი ცნ
წაკითხვა
1671

უახლესი