საზოგადოებრივი
104.5 FM
761

კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზამ“, საგანმანათლებლო პროექტ „ლექტორიუმის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია 2017-04-20 21:28:00

19 და 20 აპრილს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას”, საგანმანათლებლო პროექტ „ლექტორიუმის“ ფარგლებში, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. 

შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ 850-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ თემაზე: შოთა რუსთაველი და „ ვეფხისტყაოსანი“ ქართველ მოქანდაკეთა და მხატვართა შემოქმედებაში. სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მერაბ ბერძენიშვილის ეზო-მუზეუმში არსებული შოთა რუსთაველის ძეგლები. 

საგანმანათლებლო პროექტი „ლექტორიუმი“ (ხელოვნება - ისტორია - ლიტერატურა), VII - XII კლასების მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს, მოზარდებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გასაღვივებლად, ხელოვნების ენის თავისებურებათა წარმოსაჩენად, შემეცნებითი ხასიათის კულტურული ღონისძიების შეთავაზებას. 

„ლექტორიუმის“ ფორმატი მოიცავს სხვადასხვა თემატიკას და შესაბამისი თემის შესახებ პრეზენტაციებს, დისკუსიებს, ანალიზსა და კომენტარებს. ასევე, მერაბ ბერძენიშვილის ეზო-მუზეუმის დათვალიერებას, სადაც დაცულია ცნობილი მოქანდაკის ძეგლების ორიგინალები (რუსთაველი, ქეთევან წამებული, ვაჟა-ფშაველა), ასევე ცნობილი ძეგლების ასლები (გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, და სხვა).

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ალუბალსაც თუ მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“ - პირველ გიმნაზიაში ვაშლები დაარიგეს [ფოტო/ვიდეო]
„ალუბალსაც თუ მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“ - პირველ გიმნაზიაში ვაშლები დაარიგეს [ფოტო/ვიდეო]
თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა - წელს მცირე სკოლებიდან 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს
ალექსანდრე ჯეჯელავა - წელს მცირე სკოლებიდან 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს
წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები, სულ 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, განათლებისა დ
წაკითხვა
მოსწავლეების ჯანსაღი კვებისთვის სკოლებში ახალი სტანდარტები დაინერგება - ტენდერში გამარჯვებული კომპანიების თანამშრომლების გადამზადება დაიწყო
მოსწავლეების ჯანსაღი კვებისთვის სკოლებში ახალი სტანდარტები დაინერგება - ტენდერში გამარჯვებული კომპანიების თანამშრომლების გადამზადება დაიწყო
მოსწავლეების ჯანსაღი კვებისთვის სკოლებში ახალი სტანდარტები დაინერგება. განათლების მინისტრის ინიციატივის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპან
წაკითხვა
მსახიობი, მოდელი და Rolling Stones-ის მუზა ანიტა პალენბერგი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი, მოდელი და Rolling Stones-ის მუზა ანიტა პალენბერგი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი, მოდელი და Rolling Stones-ის მუზ
წაკითხვა
მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა
მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა
მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების
წაკითხვა
სოფელ აღაიანში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს
სოფელ აღაიანში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს
13 ივნისის სტიქიიდან ორი წლისთავზე, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენეს. 
წაკითხვა
კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა
მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ცნობილი ქართველი ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის, მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნის საღამო გაი
წაკითხვა