საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

485

საქალაქო სასამართლო დავით ხარშილაძის სასამართლოში მიყვანის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია 2017-04-20 20:56:00

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძის პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოში მიყვანის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს. 

სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა დაიწყო და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი პენიტენციური დაწესებულებიდან ღია სასამართლო სხდომაზე მიიწვია. 

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, დავით ხ.-ს მიმართ. 

სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დავით ხ.-ს   ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 

წესისამებრ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწვეულ  იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან. ღია სასამართლო სხდომაზე დავით ხ.-ს განემარტა უფლებები, მათ შორის წარმომადგენლის დახმარების უფლების თაობაზე. 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა ექიმ-ნარკოლოგის პროცესზე მოწვევის მიზნით, 2017 წლის  4 მაისს  13:00 საათისთვის გადაიდო, დავით ხ.-ს სრული შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დავით ხარშილაძის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს, რომ საქმის კურსში მისი არც ერთი ადვოკატი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, ბრალდებული სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისთვის გადაიყვანეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მეუღლის მკვლელობისათვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვ
წაკითხვა
ნოდარ ხარშილაძე - პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი სოხუმში არის პროპორციული პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოში
ნოდარ ხარშილაძე - პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი სოხუმში არის პროპორციული პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოში
„პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი სოხუმში არის პროპორციული პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში,“ - ასე აფასებს სტრატ
წაკითხვა
იუსტიციის საბჭო რიგით მეხუთე შეხვედრას მართავს -  რა საკითხები განიხილება სხდომაზე
იუსტიციის საბჭო რიგით მეხუთე შეხვედრას მართავს - რა საკითხები განიხილება სხდომაზე
ერთი საათის წინ დაიწყო იუსტიციის საბჭოს სხდომა. შვებულებაში გასვლამდე, საბჭო რიგით მეხუთე შეხვედრას მართავს. 
წაკითხვა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ახალი აქტი უნდა გამოიცეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ახალი აქტი უნდა გამოიცეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ
წაკითხვა
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზ
წაკითხვა
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩია
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩია
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩია, რომელიც მითითებულ პოსტზე ერთადერთი კანდ
წაკითხვა
გიორგი მიქაუტაძე - საბჭოს არ ჰქონდა ფუფუნება, თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლო
გიორგი მიქაუტაძე - საბჭოს არ ჰქონდა ფუფუნება, თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლო
საბჭოს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ახალი რეგულაციების მოლოდინში, თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლო, - ამის შესახებ გა
წაკითხვა