საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სამყაროში შესაძლოა იმაზე ორჯერ მეტი სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 20:26:00

ახალი აღმოჩენის მიხედვით, ირკვევა, რომ სამყაროში შესაძლოა იმაზე ორჯერ მეტი სუპერმასიური შავი ხვრელია, ვიდრე ასტრონომებს აქამდე მიაჩნდათ.  

ტრადიციული მოსაზრებით სუპერმასიური შავი ხვრელები ყველა დიდი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს, მათ შორის ჩვენთან, ირმის ნახტომშიც. თუმცა ამჟამად, ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ისინი შესაძლოა ყველა ჯუჯა გალაქტიკის ცენტრშიც იყოს. 

ყველაფერი სამი წლის წლი დაიწყო, როცა იუტის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკის ცენტრში დამალული სუპერმასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს. 

მას შემდეგ, იგი ჩვენთვის ცნობილ ყველაზე პატარა გალაქტიკად რჩებოდა, რომელიც გიგანტურ შავ ხვრელს შეიცავს, თუმცა ახლახან, იგივე ჯგუფმა კიდევ ორი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა, რომლებიც სუპერმასიურ შავ ხვრელებს მასპინძლობენ. შედეგად, ჩნდება მოსაზრება, რომ ამ ორი ობიექტის დაწყვილება არც ისე უჩვეულოა, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. 

ხილულ სამყაროში დაახლოებით 7 ტრილიონი ჯუჯა გალაქტიკაა, შესაბამისად, შესაძლოა სუპერმასიურ შავ ხვრელთა ოდენობაც წარმოუდგენლად დიდი იყოს. 

ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ როგორც ბოლო კვლევის შედეგებიდან ირკვევა, მიუხედავად მათი ზომებისა, ამ ჯუჯა გალაქტიკების შავი ხვრელები ჩვენი გალაქტიკის შავ ხვრელზე ბევრად დიდია. 

„ამის შესახებ ფიქრიც კი ძალიან ამაღელვებელია“, — ამბობს უფროსი მკვლევარი კრის აჰნი. 

„ამ ულტრა-კომპაქტურ ჯუჯათა ზომა ირმის ნახტომის ზომის 0,1%-ია, თუმცა შეიცავენ ჩვენი  გალაქტიკის ცენტრში არსებულზე დიდ  შავ ხვრელებს“. 

თუ გსურთ წარმოიდგინოთ თუ რამდენად სუნთქვისშემკვრელად მასიურები არიან ეს შავი ხვრელები, უყურეთ ვიდეოს: 

 

კვლევამ პასუხი ასევე გასცა რამდენიმე კითხვას თავად ჯუჯა გალაქტიკების შესახებ. 

როდესაც 1990-იან წლებში ასტრონომებმა ულტრა-კომპაქტური გალაქტიკები პირველად აღმოაჩინეს, შენიშნეს რაღაც უცნაური — ჯუჯა გალაქტიკებს უფრო მეტი მასა ჰქონდათ, ვიდრე მათი შემადგენელი ვარსკვლავების მასათა შეჯამებიდან უნდა გამოსულიყო. 

ახალი კვლევიდან ირკვევა, რომ ამ ნამატ მასაზე პასუხისმგებელი სუპერმასიური შავი ხვრელებია. შესაძლოა ასევე გაეცეს პასუხი კითხვას, თუ როგორ წარმოიქმნა ეს გალაქტიკები. 

„ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცით, როგორ ფორმირდება და ვითარდება გალაქტიკები დროთა განმავლობაში. ამ ობიექტებმა შესაძლოა გვითხრას, როგორ ეჯახებიან და ერწყმიან გალაქტიკები ერთმანეთს“, — ამბობს აჰნი. 

ადაპტური ოპტიკის გამოყენებით, რაც გალაქტიკების უფრო კაშკაშა ფოკუსში მოქცევის საშუალებას იძლევა, მკვლევრებმა შეისწავლეს ორი ულტრა-კომპაქტური გალაქტიკა — VUCD3 და M59cO. 


კვლევის შედეგად გაირკვა, რომ VUCD3-ის შავი ხვრელის მასა მთლიანი გალაქტიკის მასის 13%-ს შეადგენდა, M59cO-ის მასა კი 18%-ს. 

მათი მასა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელისა, რომლის მასაც ირმის ნახტომის მთლიანი მასის 0,1%-ზე ნაკლებია. 

ეს აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ეს ჯუჯა გალაქტიკები უბრალოდ მასიური ვარსკვლავთგროვებია, რომლებიც ერთსა და იმავე დროს წარმოქმნილი ასობით ათასი ვარსკვლავისგან შედგება. 

სანაცვლოდ, კვლევა აძლიერებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ეს ჯუჯა გალაქტიკები უფრო დიდი გალაქტიკების გრავიტაციის მიერაა გადაყლაპული ან დაგლეჯილი. 

„ვიცით, რომ გალაქტიკები მუდმივად ერწყმიან და კომბინირდებიან — ასე ვითარდება გალაქტიკები. სწორედა ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი ირმის ნახტომი სხვა გალაქტიკებს ჭამს“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ენილ სეთი. 

„გალაქტიკათა ფორმირებასთან დაკავშირებული ჩვენი ზოგადი სურათის მიხედვით, დიდ გალაქტიკათა წარმოქმნის მიზნით, პატარები ერწყმიან ერთმანეთს. თუმცა, ეს სცენარი რეალურად არასრულყოფილია. ულტრაკომპაქტური ჯუჯა გალაქტიკები უფრო გრძელ თაიმლაინს გვაძლევს, რათა დავაკვირდეთ თუ რა მოხდა წარსულში“, — ამბობს სეთი. 

ჯუჯა გალაქტიკები მართალია პატარებია, მაგრამ შესაძლოა მალავდნენ პასუხებს საკმაოდ დიდ კითხვებზე. 

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია  ScienceAlert-ისა და unews.utah.edu-ს მიხედვით  

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტრონომებმა შესაძლოა შავი ხვრელის ფოტო გადაიღეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა შესაძლოა შავი ხვრელის ფოტო გადაიღეს - პირველად ისტორიაში
მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხუთი უძილო ღამე გაატარეს ცის ქაოსის დაკვირვებაში დ
წაკითხვა
რა დაგვემართება ნეიტრონულ ვარსკვლავთან მიახლოებისას?
რა დაგვემართება ნეიტრონულ ვარსკვლავთან მიახლოებისას?
შავ ხვრელებთან ერთად,
წაკითხვა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მეცნიერებმა დააფიქსირეს გაქცეული სუპერმას
წაკითხვა
სუპერმასიური შავი ხვრელების სიჩქარის ლიმიტი დარღვეულია
სუპერმასიური შავი ხვრელების სიჩქარის ლიმიტი დარღვეულია
ახალი კომპიუტერული სიმულაციების წყალობით შესაძლებელი ხდება აიხსნას თავსატეხად ქცეული სუპერმას
წაკითხვა
შავ ხვრელთან წარმოუდგენლად ახლოს მდებარე ვარსკვლავი - უნიკალური აღმოჩენა
შავ ხვრელთან წარმოუდგენლად ახლოს მდებარე ვარსკვლავი - უნიკალური აღმოჩენა
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელ
წაკითხვა
ასტრონომებმა გრავიტაციული დაფლეთვის ორი ახალი მოვლენა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა გრავიტაციული დაფლეთვის ორი ახალი მოვლენა აღმოაჩინეს
ახლახან გამოქვეყნებულ ორ სამეცნიერო დოკუმენტში, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი
წაკითხვა
შავი ხვრელები იმაზე ბევრ ვარსკვლავს ყლაპავენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
შავი ხვრელები იმაზე ბევრ ვარსკვლავს ყლაპავენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი აღსასრული კო
წაკითხვა
ახალი ტიპის შავი ხვრელი, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავთგროვაში იმალება - ასტრონომთა აღმოჩენა
ახალი ტიპის შავი ხვრელი, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავთგროვაში იმალება - ასტრონომთა აღმოჩენა
შავი ხვრელები ორ კატეგორიად იყოფა: პატარა
წაკითხვა
3181

უახლესი