საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

6334

მონადირე, რომელიც ეგზოტიკურ გარეულ ცხოველებს ხოცავდა, ზიმბაბვეში ნიანგებმა შეჭამეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 19:29:00

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკელი მონადირე ნიანგებმა შეჭამეს. ამის ვარაუდის საფუძველს ორ ნიანგში აღმოჩენილი ადამიანის გვამის ნარჩენები იძლევა. 

სკოტ ვან ზილი გასულ კვირას, ზიმბაბვეში საფარიზე სანადიროდ წასვლის შემდეგ გაუჩინარდა.  

პროფესიონალ მონადირეს თან ახლდა ძაღლების ჯგუფი და რამდენიმე ზიმბაბველი მონადირე. იგი უცხოელი კლიენტებისთვის სპეციალურ ტურებს აწყობდა. როგორც ვარაუდობენ, მონადირე მდინარე ლიმპოპოს ნაპირებზე ნიანგებმა შეჭამეს. 

დადგინდა, რომ ზილმა და თანმხლებმა მონადირეებმა სატვირთო მანქანა დატოვეს და სხვადასხვა მიმართულებებით გაემართნენ. მოგვიანებით, ძაღლები ბანაკში ზილის გარეშე დაბრუნდნენ; მისი ნივთები მანქანაში აღმოაჩინეს. 

მონადირის ძებნა ვერტმფრენით დაიწყო სამაშველო ჯგუფმა, სამძებრო საქმიანობაში მთელი რეგიონის მასშტაბით ჩაერთვნენ სხვა მონადირეებიც. 

მოგვიანებით, ზილის კვალი მდინარე ლიმპოპოს ნაპირებთან იპოვეს, იქვე ეგდო მისი ზურგჩანთაც. 

სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, საკი ლოურენსის განცხადებით, პოლიცია ვარაუდებს, რომ მონადირე ორმა ნილოსის ნიანგმა შეჭამა.  

„მივაგენით ადამიანის სხეულის ნარჩენებს“, — უთხრა მან The Telegraph-ს. სასამართლო ექსპერტები ამჟამად მუშაობენ დაადგინონ, ეკუთვნის თუ არა ეს ნარჩენები ზილს. 

როგორც დაკარგული მონადირის კუთვნილი ორგანიზაცია SS Pro Safaris-ის საიტი წერს, სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, „კომპანია ახორციელებდა მრავალ საფარის“. სანადირო ცხოველთა შორის არის „სპილოები ბოტსვანაში და პატარა ლურჯი ანტილოპები კვაზულუ-ნატალის პროვინციაში“. 

სანადირო სიაში ასევე შედის ბუფალო, მარტორქა, ლომი, ლეოპარდი, ანტილოპა.  

ცოტა ხნის წინ, ნიანგებმა სამხრეთ ზიმბაბვეში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჭამეს. 

გასულ წელს, ნიანგებმა ასევე შეჭამეს 13 წლის ბიჭი, რომელიც სწავლის საფასურის გადახდის მიზნით თევზაობდა. 



მომზადებულია The Independent-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალციხეში, რესტორან „ედემთან“ ტყვეობაში მყოფი დათვი თავშესაფარში გადაიყვანეს
ახალციხეში, რესტორან „ედემთან“ ტყვეობაში მყოფი დათვი თავშესაფარში გადაიყვანეს
ახალციხეში, რესტორან „ედემის“ მიმდებარედ ტყვეობაში მყოფი დათვი დროებით, სასამართლოს გადაწყვეტ
წაკითხვა
მონადირეთა საინიციატივო ჯგუფებს და სამონადირეო კლუბებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მონადირეთა საინიციატივო ჯგუფებს და სამონადირეო კლუბებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა მონადირეთა საინიციატივო ჯგუფებს და სამონადირეო კლუბებს შორის. 
წაკითხვა
იურული პერიოდის გიგანტური ნიანგი, რომელიც დინოზავრებზე დიდი უნდა ყოფილიყო
იურული პერიოდის გიგანტური ნიანგი, რომელიც დინოზავრებზე დიდი უნდა ყოფილიყო
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ხმელეთის საზარელი
წაკითხვა
მექსიკის პატარა ქალაქის მერმა ნიანგზე იქორწინა
მექსიკის პატარა ქალაქის მერმა ნიანგზე იქორწინა
მექსიკის პატარა ქალაქ სან-პედრო-უამელულის მერი ვიქტორ აგილარი ნიანგზე დაქორწინდა. ლეგენდის მიხედვით, ეს სიმბოლური ცერემონია ადგილობრივი მეთ
წაკითხვა
გეპარდების კნავილი - ახალი ინტერნეტჰიტი
გეპარდების კნავილი - ახალი ინტერნეტჰიტი
სოციალური ქსელების მომხმარებლები მოიხიბლნენ ახალი ვიდეოთი, რომელშიც გეპარდები კნავიან. ვიდეო
წაკითხვა
ქერჩის ქუჩაზე ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გაიხსნა
ქერჩის ქუჩაზე ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გაიხსნა
თბილისში, ქერჩის ქუჩაზე ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გაიხსნა. 
წაკითხვა
ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მონადირეებმა
ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება - რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მონადირეებმა
ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტრო კანონპროექტ
წაკითხვა
GWP-ი შვიდ ბავშვთა სახლს, მოხუცთა თავშესაფარსა და მოხუცთა უფასო სასადილოს გადასახადს დაუფინანსებს
GWP-ი შვიდ ბავშვთა სახლს, მოხუცთა თავშესაფარსა და მოხუცთა უფასო სასადილოს გადასახადს დაუფინანსებს
GWP დღეიდან „რუსთავისა " და „მცხეთის" წყალთან ერთად მთელი წლის განმავლობაში 7 ბავშვთა სახლს, 1 მოხუცთა თავშესაფარსა და 1 მოხუცთა
წაკითხვა