საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 16:14:00

დამნაშავე მხოლოდ იმაში ვარ, რომ აღიარებითი ჩვენება მივეცი, - ამის შესახებ ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვისას განაცხადა და განმარტა, რომ წარდგენილი ბრალის აღიარება ზეწოლისა და მუქარის შედეგად გადაწყვიტა.

დასკვნით სიტყვაში ხაბელაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სრულიად უდანაშაულოა.

ბრალდებულის თქმით, მძიმე დანაშაულებში წარსულშიც არის ნასამართლევი, მაგრამ 3 წელია, თავისუფალია და "შარისგან თავის არიდებას ცილობდა".

"მაბრალებთ, რომ ფულის გამო ჩავიდინე მკვლელობა, მაგრამ სამი წლის ბავშვს დანას 14-ჯერ როგორ გავუყრიდი, გაუგებარია ჩემთვის. გავაღებდი კარს, შევიდოდი და გამოვიტანდი ფულს, მაგრამ  14 და 28 ჭრილობით დედა-შვილს როგორ მოვკლავდი, გაუგებარია ჩემთვის. ეს სადისტობაცაა და მაზოხისტობაც - უვადოზე წავიდოდი? ამბობთ, რომ 5 ათასის ოქრო წავიღე. თუ ასეა, გასვენებაზე მოკლულის მეუღლეს ოთარ მამფორიას 1000 ლარს დავახარჯავდი? რომელ ლოგიკაში ჯდება", - განაცხადა ხაბელაშვილმა.

დღეს მისი ბრალდების საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მიიღებენ. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, გიორგი ხაბელაშვილს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირაკლი გედენიძე - ჩემი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას, რომლის დეტალებზე დღემდე არ მისაუბრია
ირაკლი გედენიძე - ჩემი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას, რომლის დეტალებზე დღემდე არ მისაუბრია
ჩემი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას, რომლის დეტალებზე დღემდე არ მისაუბრია, - ამის შესახებ თბილისის
წაკითხვა
არალეგიტიმური პროცესის გაგრძელება - ქეთევან ციხელაშვილი  ახალგორთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა
არალეგიტიმური პროცესის გაგრძელება - ქეთევან ციხელაშვილი ახალგორთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორთან დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწ
წაკითხვა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი ამბობს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს, იმ შემთხვევაში თუ  დაგეგ
წაკითხვა
დედა-შვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
დედა-შვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადებისას, მოკლული
წაკითხვა
მოსწავლეების მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
მოსწავლეების მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
მოსწავლეების მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ის რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა და
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის ანგარიში პარლამენტში - რა ხარვეზებს ხედავენ უწყების ოპტიმიზაციის პროცესში უმრავლესობის წევრები
თავდაცვის მინისტრის ანგარიში პარლამენტში - რა ხარვეზებს ხედავენ უწყების ოპტიმიზაციის პროცესში უმრავლესობის წევრები
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესში ხარვეზებს ხედავენ უმრავლესობის წევრებიც. 
წაკითხვა
სამადაშვილი - „ნაცმოძრაობა“ იმსჯელებს, როგორ გააგრძელებს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში
სამადაშვილი - „ნაცმოძრაობა“ იმსჯელებს, როგორ გააგრძელებს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხ
წაკითხვა
"ცენტრ პოინტ მაგნოლიას" საქმის განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო
"ცენტრ პოინტ მაგნოლიას" საქმის განხილვა დაცვის მხარის მოთხოვნით დღესაც გადაიდო. 
წაკითხვა
81

უახლესი