საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გამოქვეყნებულია 2017-04-20 15:40:00

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული“ პროგრამა, განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.

"2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე ბ.სურმავაზე განახორციელეს ზემოქმედება და დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ.სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისთვის, შ.ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა 150 000 ევროს ოდენობით.
2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ “youtube”-ის მეშვეობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს „მეცხრე არხის“ საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს „ლასარეს“ კუთვნილ საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკის გამოყენებით მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს „ფინსერვისის“, შპს „ბურჯის“ და სს „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში  813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ იქნენ ცნობილნი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე განაჩენით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი  სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ„ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება",-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
5 წლის შემდეგ დაბრუნებული ქონება - სამი ყოფილი მაღალჩინოსნის გვარები საფრენი აპარატების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეში ფიგურირებს
5 წლის შემდეგ დაბრუნებული ქონება - სამი ყოფილი მაღალჩინოსნის გვარები საფრენი აპარატების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეში ფიგურირებს
5 წლის შემდეგ დაბრუნებული ქონება - ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და გიგი კალანდაძის გვარები კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. ორი კერძო კომპანი
წაკითხვა
საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმე - დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას
საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმე - დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ. საუბარია შპს „ფლაი აჭარასთვის“ საფრენი აპარატების, ვერტმფრენე
წაკითხვა
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, გე
წაკითხვა
„ფოტოგრაფების“ საქმის მოწმე - შოთა ხიზანიშვილი მავალებდა, რომ ჟურნალში არ გამეტარებინა ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე შემსვლელები
„ფოტოგრაფების“ საქმის მოწმე - შოთა ხიზანიშვილი მავალებდა, რომ ჟურნალში არ გამეტარებინა ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე შემსვლელები
შოთა ხიზანიშვილი მავალებდა, რომ ჟურნალში
წაკითხვა
ნათია გედენიძე - შოთა ხიზანიშვილი ჩემი დაკითხვის დროს პროდიუსერივით იქცეოდა
ნათია გედენიძე - შოთა ხიზანიშვილი ჩემი დაკითხვის დროს პროდიუსერივით იქცეოდა
ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ დღევანდელ სასა
წაკითხვა
ქეთევან ქარდავა ბელგიის სამეფო ოჯახს შეხვდა - ფოტოამბავი
ქეთევან ქარდავა ბელგიის სამეფო ოჯახს შეხვდა - ფოტოამბავი
ბელგიის სამეფო ოჯახი მეფე ფილიპე და დედოფალი მათილდა
წაკითხვა
ქეთევან ქარდავა - ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, 22 მარტამდე და 22 მარტის შემდეგ
ქეთევან ქარდავა - ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, 22 მარტამდე და 22 მარტის შემდეგ
მისი ცხოვრების ისტორია რომ იწერებოდეს, ის
წაკითხვა
კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს
კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს
კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს. სპეცოპერაცია ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა. 
წაკითხვა
266

უახლესი