საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რობერტ ონდრეცსაკი - სლოვაკეთი აფასებს საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ეგიდით მიმდინარე და სხვა საერთაშორისო მისიაში

გამოქვეყნებულია 2017-04-20 15:41:00

საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რობერტ ონდრეცსაკი იმყოფება. დღეს სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ლელა ჩიქოვანმა რობერტ ონდრეცსაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და ტრანსფორმაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული პროექტების განხორციელება იყო. ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის იმპლემენტაციის პროცესში სლოვაკეთის როლზე ისაუბრა და სტუმარს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის პროექტის ფარგლებში ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და პერსპექტივები გამოკვეთეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს ახლო მომავალში თავდაცვის მინისტრებს შორის სტრატეგიულ დონეზე შეხვედრის აუცილებლობას და მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოლეგა შემოდგომაზე დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.      
წაკითხვა
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა 
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა 
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
წაკითხვა
ლევან იზორია: გერმანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
ლევან იზორია: გერმანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
გერმანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს. ლევან იზორიას
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი არმიის საბრძოლო მზადყოფნის დაბალი დონით შოკირებულია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი არმიის საბრძოლო მზადყოფნის დაბალი დონით შოკირებულია
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი არმიის საბრძოლო მზადყოფნის დაბალი დონით შოკირე
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ტერმინი „თავდაცვის ძალები“ მეტად ასახავს ჩვენი შეიარაღებული ძალების რეალურ ბუნებას
თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ტერმინი „თავდაცვის ძალები“ მეტად ასახავს ჩვენი შეიარაღებული ძალების რეალურ ბუნებას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომი
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამ
წაკითხვა
31 მაისს საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალები 22 წლის იუბილეს აღნიშნავს
31 მაისს საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალები 22 წლის იუბილეს აღნიშნავს
31 მაისს საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალები 22 წლის იუბილეს აღნიშნავს. 
წაკითხვა
აშშ ევროპაში ახალ სადაზვერვო განყოფილებას შექმნის
აშშ ევროპაში ახალ სადაზვერვო განყოფილებას შექმნის
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ახალ სადაზვერვო განყოფილებას შექმნის. გავრცელებული ცნობი
წაკითხვა
176

უახლესი