საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გიორგი მარგველაშვილი - ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა

გამოქვეყნებულია 2017-04-20 15:19:00 განახლებულია 2017-04-20 15:39:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კომისიამ პარლმენტის გაძლიერების ნაწილში, რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენში არსებობს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 24 წლიანი ტრადიცია, რომელიც უკვე ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია.

„ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადად ფედერალური მოწყობის ქვეყნებია და იქ არის ორპალატიანი პარლმანეტი.

სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვაზე იყო საუბარი, საპარლამნეტო რესპუბლიკის და პარლმენტის გაძლიერების ნაწილში კომისიის წევრებმა, როგორ არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

ორპალატიანი პარლამენტი, პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად; ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების შტოთა გარკვეული გაწონასწორების ფუნქციას ახორციელებს, სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში; ორპალატიანი პარლმანეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რეგიონების თემა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა.

პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტებულია, ფაქტობრივად არცერთი ფუნქცია არ არის დატოვებული; მას სჭირდება პრემიერმინისტრის თანხმობა და პრემიერმინისტრის მიმართულებით არის გადასული ეს ფუნქციები.

ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარალამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერმინისტრთან'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას არ უკითხავს ხალხისათვის სურდა, თუ არა, რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა:

„ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ  ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა? ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო?

ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობა და უარესობის თემა? არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა - გაუგებარია.

არადა, კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკევეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ დეკლარაცია შეიმუშავეს
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ დეკლარაცია შეიმუშავეს
კამპანია „დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია“ დასკვნით ფაზაში შედის.ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კონსტიტუციაში დაგეგ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - აშშ-სა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს
გიორგი მარგველაშვილი - აშშ-სა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს
დღეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ისტორიულია დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ
წაკითხვა
მოსალოდნელი რეგულაციები მიწების გასხვისებაზე - რა წესების დაცვა მოუწევთ უცხოელ ინვესტორებს
მოსალოდნელი რეგულაციები მიწების გასხვისებაზე - რა წესების დაცვა მოუწევთ უცხოელ ინვესტორებს
სადავო იყო კონსტიტუციაში შესატანი კიდევ ერთი ცვლილება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწების შესყიდვა არ აიკრძალება, თუმცა შესაძლოა გარკვე
წაკითხვა
იან კელი -  გიორგი მარგველაშვილს დიდი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში
იან კელი - გიორგი მარგველაშვილს დიდი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში
მე ვაფასებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის როლს, მას ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოში ა
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს გაუქმება და მთავარსარდლის უფლებამოსილების შესუსტება, არასწორი ნაბიჯია
გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს გაუქმება და მთავარსარდლის უფლებამოსილების შესუსტება, არასწორი ნაბიჯია
არასწორად მიმაჩნია, როდესაც სუსტი მთავასა
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ნუ დაშვრებიან ტყუილად, არ არის ჩემი ინტერესი კონსტიტუციაზე  ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება
გიორგი მარგველაშვილი - ნუ დაშვრებიან ტყუილად, არ არის ჩემი ინტერესი კონსტიტუციაზე ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება
ნუ დაშვრებიან ტყუილად, არ არის ჩემი ინტერ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი -აღმოჩნდა, რომ ყველაზე ადეკვატურ,  სწორ შეფასებას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობენ
გიორგი მარგველაშვილი -აღმოჩნდა, რომ ყველაზე ადეკვატურ, სწორ შეფასებას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობენ
ჩემი აზრით, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი
წაკითხვა
143

უახლესი