საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნოქალაქევის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს იწყებს

ნატო ბერულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 14:04:00


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯის - არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპს იწყებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და მისმა მოადგილეებმა - დავით ლომიტაშვილმა და პაატა დოლიძემ ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგია

ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრულ კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია - კონსერვაცია. 

2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება  ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.

ნოქალაქევში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სქურის ტაძრის გვერდითა მინაშენების საკონსერვაციო სამუშაოებს მოინახულებენ. წელს დაგეგმილია გალავნისა და ცენტრალური ტაძრის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები; ეპისკოპოსის ახლად გამოვლენილი სასახლისა და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების მომზადება სრული კონსერვაციისათვის

სქურის ფერისცვალების ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. 

პროექტის პირველ ეტაპზე, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა მავნე მცენარეებისგან, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თორნიკე შენგელია „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ ივარჯიშებს
თორნიკე შენგელია „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ ივარჯიშებს
ესპანური ინტერნეტგამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესპანური საკალათბურთო კლ
წაკითხვა
დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დიდი ოცეულის სამიტი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელე
წაკითხვა
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუ
წაკითხვა
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენში მატარებლის შემადგენლობის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი, 17 მათგანი საავა
წაკითხვა
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელმაც მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამშობლოში დანრუნდა
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელმაც მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამშობლოში დანრუნდა
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, რომელმაც რუსეთის ქალაქ ხატიმანსკში ქალთა ჭადრაკში მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამშობლოში დ
წაკითხვა
გიორგი ყიფიანი – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა
გიორგი ყიფიანი – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა
2-15 ივლისს, თბილისი და გორი ევროპის 19-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართვ
წაკითხვა
საქართველოს შვიდქალა ნაკრებს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში „ალაფაზე“ აღზევებამდე სულ ცოტა დააკლდა
საქართველოს შვიდქალა ნაკრებს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში „ალაფაზე“ აღზევებამდე სულ ცოტა დააკლდა
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა სლოვაკეთში
წაკითხვა
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა, საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა, საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, სადაც ქართველმა სპორტსმენმა გივი მაჭარაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვ
წაკითხვა
564

უახლესი