საზოგადოებრივი
104.5 FM
905

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

თამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 13:51:00 განახლებულია 2017-04-20 16:00:00


ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.  ამის შესახებ შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადეს. 

მათივე თქმით,  განცხადება კომისიის დატოვების შესახებ კანცელარიას დღეს ჩაბარდება და შემდეგ  საკონსტიტუციო კომისიას გადაეგზავნება.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ვარიანტი ემსახურება არა სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზანს, არამედ სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებელ და მეტად დიდ უპირატესობას ანიჭებს სახელისუფლებო ძალას. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და პრეზიდენტის უფლებამონიჭებებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის რეალური უფლებამოსილებებისაგან დაცლისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მასზე პოლიტიკური კონტროლის განზრახვას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს გააცნო.

მისივე თქმით,  მთლიანობაში ცვლილებები მიმართულია სახელისუფლო ძალის ხელში სახელმწიფო ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბ კონცენტრაციას, რაც დამაზიანებელი იქნება ქვეყნის დემოკრატიული მოწყობისათვის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კომისიის მუშაობაში გამოხატული ინიციატივები და სრულიად უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა, თუ სახალხო დამცველის მოსაზრებები.

„ეს გვარწმუნებს,  რომ კომისია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არაფართო კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისათვის რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე აქედან გამომდინარე, და ასევე იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ რიცხოვნობა კომისიაში დომინანტია, კანონპროექტის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებლობა არ გვექნება გავლენა მოვახდინოთ კენჭისყრის შედეგებზე. „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვტოვებთ კომისიას. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ამ კანონპროექტის ავტორს,  ერთადერთ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“,- ნათქვამია განცხადებაში.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს
„ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს
პარტია „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნების შედეგებს
წაკითხვა
ელენე ხოშტარია: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა, რომ ადამიანების ნდობა მივიპოვოთ
ელენე ხოშტარია: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა, რომ ადამიანების ნდობა მივიპოვოთ
წაკითხვა
რა ვითარებაა სოფელ ქვემო სარალში, 58-ე უბანზე - რეპორტაჟი მარნეულიდან
რა ვითარებაა სოფელ ქვემო სარალში, 58-ე უბანზე - რეპორტაჟი მარნეულიდან
ამ დროისათვის მშვიდი ვითარებაა მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში.  58-ე უბანზე დაახლოებით ერთი საათის წინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
წაკითხვა
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სოფელ ქვემო სარალში “ევროპული საქართველოს“ აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სოფელ ქვემო სარალში “ევროპული საქართველოს“ აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარ
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს
„ევროპული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს
პარტია
წაკითხვა
აჰმედ იმამკულიევი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარს “ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებას უკავშირებს
აჰმედ იმამკულიევი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარს “ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებას უკავშირებს
"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი სოფელ ყიზილაჯლ
წაკითხვა
ირაკლი აბესაძის განმარტებით, 1600-ზე მეტი მოქალაქე ამ დრომდე მიწის რეგისტრაციის საკითხზე პასუხს ელოდება
ირაკლი აბესაძის განმარტებით, 1600-ზე მეტი მოქალაქე ამ დრომდე მიწის რეგისტრაციის საკითხზე პასუხს ელოდება
არის თუ არა დარღვევები მიწის რეგისტრაციის საკითხებზე. 
წაკითხვა
„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ევროპულმა საქართველომ ქუთ
წაკითხვა