საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-21 01:46:00

სტივენ ჰოკინგი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი მალე დედამიწას დატოვებს და კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესაძლებლობას მეცნიერს კომპანია Virgin group-ი მისცემს.  

ჯერ კიდევ 2015 წელს, კომპანია Virgin group-ის დამფუძნებელი სერ რიჩარდ ბრენსონი იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც მას მიეცემოდა შესაძლებლობა, რათა ჰოკინგი შორს, ვარსკვლავებთან წაეყვანა.  განცხადებაში ბრენსონი აღნიშნავდა, რომ მისი ეს შეთავაზება განპირობებული იყო იმ უდიდესი მოკრძალებითა და აღფრთოვანებით, რასაც იგი ჰოკინგისადმი განიცდიდა. 

„პროფესორი სტივენ ჰოკინგი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან მთელ მსოფლიოში, რომელიც მე ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს, უდავოდ გენიოსი, რომელმაც თვალი აგვიხილა და დაგვანახა სამყაროს მრავალი საოცრება; იშვიათია იყო ასეთი ჭკვიანი და წარმტაცი ადამიანი. იგი ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც Virgin Galactic-ის (კოსმოსური ფრენების კომპანია) უფასო ბილეთს ვაძლევ და იგი აუცილებლად გაფრინდება კოსმოსში, როგორც ასტრონავტი, თუკი ამაში ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს“. 

75 წლის ჰოკინგი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ასტრონავტი ვერ გახდება (ეს სტატუსი ჯონ გლენს ეკუთვნის, რომელიც კოსმოსში 77 წლის ასაკში გაფრინდა), მაგრამ ნამდვილად იქნება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსს ეწვევა. აღნიშნული დაავადება როგორც წესი, გარდაუვალ სიკვდილს იწვევს დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში. ჰოკინგს დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს და ვარაუდობდნენ, რომ იგი 25-ე დაბადების დღესაც ვერ მოესწრებოდა. 

თუმცა, ჰოკინგმა დათქმულ ვადას 50 წელიწადზე მეტით გადააჭარბა და დღემდე აგრძელებს არა მხოლოდ უბრალოდ ცხოვრებას... 

კოსმოსში მოგზაურობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ეტაპზე, ჰოკინგის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, მისი მოგზაურობა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ თუ რა ეფექტს ახდენს მიოტროფულ გვერდით სკლეროზზე აბსოლუტური ნული გრავიტაცია. 

როგორც ჰოკინგმა Good Morning Britain-ს განუცხადა, იგი ვერასოდეს იოცნებებდა, რომ ოდესმე მსგავსი შესაძლებლობა მიეცემოდა.  

„რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსში გამგზავრება შემომთავაზა, რაზეც დაუყოვნებლივ ვუპასუხე — დიახ“, — ამბობს ჰოკინგი. 

ფიზიკოსის განცხადებით, ამ შეთავაზებამ მას იგივე სიხარული მოჰგვარა, როგორც საკუთარი სამი შვილის დაბადებამ.  

„ჩემმა სამმა შვილმა დიდი სიხარული მომიტანა, ახლა კი შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც მე დიდ ბედნიერებას მომიტანს, კოსმოსში გამგზავრებაა“. 

პროფესორი ჰოკინგი დონალდ ტრამპსაც შეეხო, „დემაგოგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ალბათ არასოდეს მიესალმება აშშ-ში მის ვიზიტს. „მისი პრიორიტეტი იქნება დააკმაყოფილოს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც არც ლიბერალია და არც კარგად ინფორმირებული“. 

რა თქმა უნდა, კოსმოსი ცალკე თემაა, მაგრამ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოკინგი აბსოლუტურ ნულ გრავიტაციას გამოსცდის... 

 


მომზადებულია The Independent-ისა და futurism.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სტივენ ჰოკინგი ჰოსპიტალიზებულია
სტივენ ჰოკინგი ჰოსპიტალიზებულია
ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, 74 წლის სტივენ ჰოკინგი რომის კლინიკაში ჯანმრთე
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობა მომდევნო 1000 წელში დაიღუპება თუ ჩვენი პლანეტიდან არ გავიქეცით
სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობა მომდევნო 1000 წელში დაიღუპება თუ ჩვენი პლანეტიდან არ გავიქეცით
ბრიტანელი პროფესორი სტივენ ჰოკინგი კაცობრ
წაკითხვა
ჰოკინგი გვაფრთხილებს - შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
ჰოკინგი გვაფრთხილებს - შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
როდესაც არამიწიერ, გონიერ ცივილიზაციასთან
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგის უცხოპლანეტელებზე ნადირობის პროექტი 234 ვარსკვლავიდან წამოსულ უცნაურ სიგნალებს იკვლევს
სტივენ ჰოკინგის უცხოპლანეტელებზე ნადირობის პროექტი 234 ვარსკვლავიდან წამოსულ უცნაურ სიგნალებს იკვლევს
ასტრონომებმა გააანალიზეს Sloan Digital Sk
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
სტივენ ჰოკინგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
პროფესორი სტივენ ჰოკინგი ტვინის დაზიანები
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი და იური მილნერი 4,3 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან ხომალდის გაგზავნას გეგმავენ
სტივენ ჰოკინგი და იური მილნერი 4,3 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან ხომალდის გაგზავნას გეგმავენ
ცნობილმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა და რუსმა მილიარდერმა, მეწარმე-ინვესტორმა იური მილნერმა საზოგადოებას საკუთარი ამბიციური გ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
ბრიტანელი ფიზიკოზი სტივენ ჰოკინგი მეცნიერ
წაკითხვა
7253

უახლესი