საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სინოპტიკოსები: ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა პიკი გადავლილია

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 22:48:00
თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში დაუდასტურეს. 

ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დაფიქსირდა ხანმოკლე დაქროლვა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, 24 მეტრი წამში დაფიქსირდა ვაშლიჯვრის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურზე. თუმცა, სინოპტიკოსების თქმით, პიკი ამ დროისთვის გადავლილია და აღარ განმეორდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ დილითაც, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში, თუმცა მისი სიმძლავრე ხვალ საღამოსთვის შესუსტდება. 

სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით კი, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 

ამ წუთისთვის ერთ-ერთი წერტილი, სადაც სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, სამტრედიის ქუჩაა. აქ ქარის შედეგად სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობილს დაეცა

ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებებიც - მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე საათის წინ ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, ფრენების განრიგი არ შეცვლილა და რეისები შეუფერხებლად ხორციელდება. 
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება. ინფორმა
წაკითხვა
„UNI კადრი 2017“ - თსუ-ში სტუდენტური ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
„UNI კადრი 2017“ - თსუ-ში სტუდენტური ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
სტუდენტური ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
წაკითხვა
 წყალტუბოში ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო - დაზარალებულია რვა ოჯახი
წყალტუბოში ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო - დაზარალებულია რვა ოჯახი
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ზარალის შ
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში - ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე რაიონს პრობლემები შეუქმნა
უამინდობა საქართველოში - ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე რაიონს პრობლემები შეუქმნა
უამინდობაა ქვეყნის მასშტაბით - ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე რაიონს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარ
წაკითხვა
განადგურებული მოსავალი და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები - ძლიერი სეტყვა და ქარი გორის რაიონის სოფლებში
განადგურებული მოსავალი და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები - ძლიერი სეტყვა და ქარი გორის რაიონის სოფლებში
ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის სოფლებში - ჯარიაშენსა და ვარიანში ნათესები დააზიანა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა, რ
წაკითხვა
სტიქიამ სობისში სახურავები დააზიანა
სტიქიამ სობისში სახურავები დააზიანა
​გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმ
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში - როგორია მეტეოროლოგების პროგნოზი
უამინდობა საქართველოში - როგორია მეტეოროლოგების პროგნოზი
უამინდობა საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში წვიმაა ნავ
წაკითხვა
უამინდობა მესტიაში - გადაუღებელმა წვიმამ სვანეთის ხუთ სოფელში პრობლემები შექმნა
უამინდობა მესტიაში - გადაუღებელმა წვიმამ სვანეთის ხუთ სოფელში პრობლემები შექმნა
ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი სვანეთის ხუთი სოფელი. სამდღიანმა
წაკითხვა
3998

უახლესი