საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ასტრონომები იდუმალებით მოცულ ვარსკვლავთგროვათა კომპლექს იკვლევენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 22:51:00

ასტრონომები იდუმალებით მოცულ ვარსკვლავთგროვათა კომპლექს SH2-ს აკვირდებიან, რომელიც გალაქტიკა NGC 1316-ში (ღუმელი A) მდებარეობს.  

აღნიშნული გალაქტიკა დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ღუმელის თანავარსკვლავედში მდებარეობს და წარმოადგენს ცის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რადიო-წყაროს. მიკეუთვნება ლინზისებრ რადიოგალაქტიკათა კლასს. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკაში დომინირებს ბებერი და საშუალო ასაკის ვარსკვლავები, მას კარგად ემჩნევა წარსულში მომხდარი გალაქტიკური ურთიერთქმედებების კვალიც. ამჟამად მიმდინარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის ერთადერთი ინდიკატორია HII რეგიონი SH2. 

ეს განსაკუთრებული, იზოლირებული ვარსკვლავთგროვის კომპლექსი გალაქტიკის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს. აქვს რგოლის მსგავსი მორფოლოგია და დაახლოებით 100 მილიონი წლისაა; მოიცავს 100 ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვას. მიუხედავად იმისა, რომ წარსულშიც რამდენიმე კვლევა მიეძღვნა, მისი წარმოშობა დღემდე საიდუმლოებით რჩება მოცული. 

NGC 1316-ის ამ საინტერესო რეგიონის შესახებ ახალი დეტალების გამომჟღავნების მიზნით, 2012 წლის ოქტომბერში მას ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი აკვირდებოდა ჩილეს კონსეპსიონის უნივერსიტეტის მკვლევრის, ტომ რიჩტლერის ხელმძღვანელობით. კვლევები წარიმართა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის მძლავრი ტელესკოპით Very Large Telescope (VLT), VIMOS მეთოდით (Visible MultiObject Spectrograph). შედეგად, ასტრონომებმა შეისწავლეს რეგიონის მორფოლოგია, კინემატიკა, მეტალიანობა, სიჩქარე და სპექტრული მახასიათებლების ხაზის დიაგნოსტიკა.  

დაკვირვებათა მთავარი მიზანი იყო შეემოწმებინათ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, SH2 შეჯახების პროცესში მყოფი ჯუჯა გალაქტიკაა. როგორც რიჩტლერი შენიშნავს, ეს მოსაზრება საკმაოდ კეთილგონიერია იქიდან გამომდინარე, რომ NGC 1316 გამოირჩევა ქერქებითა და ჭავლებით, რაც ჯუჯა გალაქტიკათა ჩაყლაპვის პროცესისთვისაა დამახასიათებელი. გარდა ამისა, SH2-ს ჯუჯა გალაქტიკისათვის დამახასიათებელი ზომა აქვს. 

„შესაბამისად, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი ინიცირებული უნდა იყოს SH2-ის წინამორბედი გაზის შოკის მიერ. ამ ფენომენს ჩვენ ხშირად ვხედავთ სხვა დიდი გალაქტიკების გარშემო მდებარე ჯუჯა გალაქტიკებში“, — ამბობს რიჩტლერი. 

თუმცა, ირკვევა, რომ SH2 გამოირჩევა მაღალი მეტალიანობით, რაც ამ თეორიას არ ადასტურებს. მიღებული შედეგები უფრო იმ სცენარისკენ იხრება, რომლის მიხედვითაც, 100 მილიონი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში დაწყებულია ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი.  

„მეტალის შემცველობა დაბალი უნდა იყოს, როგორც ეს ჯუჯა გალაქტიკებშია შემჩნეული. აქედან გამომდინარე, SH2 არ არის შეჯახებადი ჯუჯა გალაქტიკა, მაგრამ წარმოქმნილია გაზის დიდ ღრუბელში, რომელიც თავის მხრივ 1 მილიარდი წლის წინაა წარმოქმნილი გარკვეული გალაქტიკური ურთიერთქმედებების შედეგად. SH2 მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდებოდა ჯერ კიდევ ამოუცნობი სფეროსებრი გროვის ფრომაცია წარსულში“, — განმარტავს რიჩტლერი. 

ამ იდუმალი რეგიონის ბუნების შესახებ დამატებითი ცნობების გარკვევის მიზნით, მეცნიერები კვლევის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ. მათ განსაკუთრებით სურთ იცოდნენ, რამხელა უნდა იყოს მოლეკულური ღრუბელი, რომ ვარსკვლავების წარმოქმნის გარეშე 1-2 მილიარდ წელს გასძლოს და რატომ აქვს მას რგოლის მსგავსი მორფოლოგია. ჯგუფს ასევე სურს გაარკვიოს თუ რატომ დაიწყო ასე ეფექტურად მასიური ვარსკვლავთგროვების და არა ველის ვარსკვლავების წარმოქმნა. 

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კურდღლის თანავარსკვლავედის გალაქტიკათა წყვილი - ჰაბლის ახალი კადრი
კურდღლის თანავარსკვლავედის გალაქტიკათა წყვილი - ჰაბლის ახალი კადრი
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებუ
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა
პერსევსის გალაქტიკათგროვაში ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი, ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს
პერსევსის გალაქტიკათგროვაში ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი, ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად ცხელი გ
წაკითხვა
გალაქტიკა მაგელანის პატარა ღრუბელს რეკორდული, 1,6 გიგაპიქსელიანი ფოტო გადაუღეს
გალაქტიკა მაგელანის პატარა ღრუბელს რეკორდული, 1,6 გიგაპიქსელიანი ფოტო გადაუღეს
მაგელანის პატარა ღრუბელი ჯუჯა გალაქტიკაა,
წაკითხვა
ჰაბლის ახალი ნანადირევი - კაშკაშა ხვლიკი-ვარსკვლავი
ჰაბლის ახალი ნანადირევი - კაშკაშა ხვლიკი-ვარსკვლავი
კოსმოსის წიაღში, ერთი ობიექტი ხშირად ჩრდი
წაკითხვა
ასტრონომებმა დიდი ოდენობით ახალი კვაზარი და გალაქტიკა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა დიდი ოდენობით ახალი კვაზარი და გალაქტიკა აღმოაჩინეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც
წაკითხვა
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა დააფიქსირეს უძველესი კოსმოსური მტვერი მათ შორის, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მტვე
წაკითხვა
მონსტრი გალაქტიკა, რომელიც საოცრად სწრაფად მოკვდა
მონსტრი გალაქტიკა, რომელიც საოცრად სწრაფად მოკვდა
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად შენიშნა მასიური, არააქტიური, იმ პერიოდის გალაქტიკა, რ
წაკითხვა
1788

უახლესი